0 2 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

,,ფოლკლორის დღეები" ბათუმში დაიწყო

ფესტივალი ზღვისპირა ქალაქში 26 აგვისტომდე გაგრძელდება


Check in Georgia- ფარგლებში, ზღვისპირა ქალაქი  ”ფოლკლორის დღეებსუმასპინძლებს. ფესტივალი 29 ივლისიდან 26 აგვისტომდე, ბათუმის ბულვარში, კოლონადებთან გაიმართება. მოეწყობა 24 კონცერტი, რომელშიც 45 ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის, აჭარისა და თბილისის სიმღერისა და ცეკვის ფოლკლორული ანსამბლები, ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. მნიშვნელოვანია, რომ ფოლკლორის დღეებისაქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

უნიკალური ქართული ფოლკლორი უცხოელი სტუმრების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს, შესაბამისად, მისი პოპულარიზაცია ტურისტული პოტენციალის ამაღლებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის მიზანია ქალაქ ბათუმში ჩასულ სტუმრებს მიეცეთ ქართული ხალხური შემოქმედების გაცნობის საშუალება. 

ფესტივალის მხარდამჭერები არიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ბათუმის მერია, ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი, ბათუმის ბულვარი.კონცერტები გაიმართება ბათუმის ბულვარში - ანბანის კოშკთან, ყოველ დღე, 20:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.

ფესტივალუკვე დაიწყო. პირველი კონცერტი ანბანის კოშკთან გაიმართა. სცენაზე წარდგა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი "არსიანი". ანსაბლმა მრავალფეროვანი და საინტერესო საკონცერტო პროგრამით, მრავალრიცხოვანი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები