2 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

აშშ–ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთი ახლო მომავალში უკრაინის სახელმწიფო ობიექტებს დაბომბავს

აშშ–ს აქვს მონაცემები, რომ რუსეთის გეგმავს უახლოეს მომავალში ახალი დარტყმები განახორციელოს სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და უკრაინის სახელმწიფო ობიექტებზე. ამის შესახებ გაფრთხილება კიევში აშშ–ს საელჩომ გაავრცელა.

“აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს მონაცემები, რომ რუსეთი ახდენს ძალისხმევის აქტივიზაციას სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სახელმწიფო ობიექტებზე დარტყმების მისატანად უახლოეს დღეებში. რუსული დარტყმები წარმოადგენს მუდმივ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურისთვის“– ნათქვამია ინფორმაციაში.

აშშ–ს საელჩო მოუწოდებს უკრაინაში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს ქვეყანა დატოვონ მათ ხელთ არსებული საშუალებების გამოყენებით.

მანამდე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, 24 აგვისტოს მოსალოდნელ საფრთხეებზე უკრაინული დაზვერვა იტყობინებოდა. უკრაინის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ დღეს არანაირი მასობრივი ღონისძიება არ ჩაატაროს, რადგან რუსეთის მხრიდან აგრესიული შეტევების საფრთხე არსებობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები