0 3 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ᲨᲝᲗᲐ ᲐᲦᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲛᲝᲛᲙᲕᲓᲐᲠᲐ… ᲥᲐᲚᲘᲨᲕᲘᲚᲛᲐ ᲙᲐᲠᲐᲜᲢᲘᲜᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲝᲠᲘ ᲙᲕᲘᲠᲐ ᲕᲔᲠ ᲩᲐᲛᲝᲐᲙᲘᲗᲮᲐ ᲓᲐ ᲓᲐᲠᲩᲔᲜᲘᲚᲐ ᲣᲬᲐᲛᲚᲝᲓ, ᲣᲚᲣᲙᲛᲐᲞᲣᲠᲝᲓ”

საფრანგეთი საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებლი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი სოციალრ ქსელში პოსტს აქვეყნებს. 

პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“დარჩი სახლშიო!ჰოდა დარჩა…დღეს მეზობელმა მოიკითხა…შოთაა! აუუ შოთაა! სად ხარ კაცო, გამომხედეო?!რომ არ გამოიხედა, გადაწყვიტა თავად შეეხედა… შეიხედა და, აუუ შოთა აღარ არის, მომკვდარაო…გამოკეტილ სოფელში, ქალაქად მყოფმა ერთად ერთმა ქალიშვილმა კარანტინის გამო ორი კვირა ვერ ჩამოაკითხა. დარჩა უწამლოდ და ულუკმაპუროდ ეს ჩემი ცოდვით სავსე… კრინტიც არ დაუძრავს ვინმესთან, რომ შიოდა და მაჯაზე პულსი აღარ ესინჯებოდა… ალბათ ფიქრობდა, ტვირთად ვის ავეკიდო, ყველას თავისი გასჭირვებიაო…კი, კი იმისიც სჯეროდა შოთას რომ სახლში ჯდომით გადაარჩენდა მათ, ვისაც სახლიდან გამოსვლის ეშინოდა და მხოლოდ ტელე ეკრანებზე ჩნდებოდნენ მის გასამხნევებლად… თან როგორ მონდომებით ასწავლიდნენ საკუთარი სამზარეულოდან ორაგულის მომზადებას; თაფლისა და კარაქის კომბინირებულ რეცეპტს სხვადასხვა ინგრედიტებით , იმუნიტეტის ასამაღლებლად; ასწავლიდნენ ახალ-ახალ საოჯახო გასართობ თამაშებს და არწმუნებდნენ, რომ თვით ამ მარაზმშიც კი აღმოაჩინეს ბევრი რამ კარგი და პოზიტიური რითაც ბედნიერნი იყვნენ…მე არ ვიცი რას ფიქრობდა შოთა სიცოცხლის უკანაკნელ წუთებში, მაგრამ გეტყვით რას ვფიქრობ ახლა მე – «Интелигенция не мозг нации, а говно». და ალბათ ეს გამონაკლისი შემთხვევაა როცა ლენინს ვეთანხმები. ” – წერს ნუგზარ სულაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები