0 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“მახსენდება, როგორ ხარხარებდა ეს საზოგადოება ჩემს ცეკვაზე. მერე ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ”- ირმა ინაშვილი

პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა ირმა ინაშვილმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს:

"ეპიდემიის პირობებშიც კი, როცა ადამიანი კეთილ აზრებსა და საქმეებზე უნდა იყოს ორიენტირებული, ჩვენი საზოგადოების ნაწილი ვერ მოერია ცინიზმს, ურთიერთბულინგს, ღვარძლიანობას და შურს. არ მესმის, რატომ უნდა გაგისკდეს ბოღმისგან გული, თუ კაცმა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდს 1 000 000 000 შეწირა, ეს თანხა ხომ საყოველთაო სიკეთეს მოხმარდება, შენ მოგხმარდება, შენი ოჯახის წევრს მოხმარდება, რა გაბრაზებს, რაგაღიზიანებს?! არ მესმის, რატომ ხდება ასაგდები ერთი უწყინარი სიმღერა, რომელიც ენთუზიაზმით შეიქმნა. გიხარიათ, როცა ადამიანს თქვენი თავდასხმით გული უსკდება, მოგწონთ და გსიამოვნებთ ეს?! მახსენდება, როგორ ხარხარებდა სწორედ ეს საზოგადოება ჩემს ცეკვაზე. მერე ზოგიერთის ცეკვა ვნახე და ვინც დამცინოდა, იმათთან შედარებით ნინო სუხიშვილი ვარ. საიდანაა ჩვენში ამდენი ღვარძლი, რა გვჭირს, რა დაგვემართა?!

მესმის, რომ ეკლესიას ამ ქვეყანაში ბევრი მტერი ჰყავს, მაგრამ უღმერთოებაში ბოლშევიკებს რომ გადაუსწრეს, თვითონ თუ ხვდებიან ამას?!

მე აღდგომაზე წირვასაც დავესწრები და ვეზიარები. არავის არც განვიკითხავ, არც ჭკუას ვასწავლი, არც ვეჩხუბები, ვიმეორებ: წავალ წირვაზე და ვეზიარები. არ მოვწყდები ღმერთს. ვისაც სახლში დარჩენა უნდა, დარჩეს, არ ვფიქრობ, რომ მე სახლშიდარჩენილზე უკეთესი ვარ. უბრალოდ, ღმერთის სახლში მინდა ყოფნა და ვიქნები.

ამ დღეებში ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლა გაძლიერდება. ვისაც ტვინი აქვს, გაჩერდება! დამშვიდდება და თუ მიხვდება, რომ ღმერთს ვერ მოერევა, მისთვის იქნება კარგი.

მოკლედ იმისი თქმა მინდა, რომ კორონავირუსს, თუ ნებისმიერ სხვა ვირუსს ჩვენ მოვერევით არა მხოლოდ ე. წ. სოციალური დისტანცირებით, პირბადეებით, რეზინის ხელთათმანით, ტესტით, მედიკამენტური მკურნალობით, არამედ… სუფთა გულით, სუფთა აზრებით და კეთილი საქმეებით, მადლიერების უნარით, ღვთის რწმენით და არა უაზრო ქილიკით და სხვა ადამიანების დაცინვა-დამცირებით“, – დაწერა სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები