0 5 : 5 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდევ გვაქვს დრო!!! ინდური შტამი არის მკვლელი შტამი" - ექიმი გიგა ქადაგიშვილი

ექიმი ონკოლოგი გიგა ქადაგიშვილი ემოციურ პოსტს ავრცელებს სოციალურ ქსელში: 

"ჩაკეტეთ ქვეყანა მინიმუმ 40 დღით, სანამ კიდევ გვაქვს დრო!!! 
ჩინეთის მაგალითმა გვაჩვენა, რომ ვირუსის წინააღმდეგ ერთადერთი წამალი არის კარანტინი.
ინდური შტამი არის მკვლელი შტამი, ის უბრალოდ კლავს (და ძალიან გთხოვთ ნუ დამიწყებთ ეხლა იმას, რომ პანიკას ვთესავ, მთელს მსოფლიოში არის პანიკა იმიტომ, რომ გამოსავალს ვერ პოულობენ). არც ერთი ვაქცინა არ არის ეფექტური ამ შტამის მიმართ.
ათასობით ინდოელი სტუდენტი შემოდის ქვეყანაში პირდაპირ ინდოეთიდან ან სხვა ქვეყნის გავლით (ხაზს ვუსვამ, არ ვარ იმის 

წინააღმდეგი, რომ ვინმე შემოვიდეს ქვეყანაში). თუ შემოიპარა ეს ვერაგი შტამი საქართველოში, ერთ კვირაში დაინფიცირდება მთელი ქვეყანა და როგორ ფიქრობთ, არის საავადმყოფოებში მთელი ქვეყნისთვის ადგილი?!!! უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში და რამენაირად გადავიტანოთ ეს ურთულესი პერიოდი. ეს ვერაგი შტამი შეეხება ყველას, რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს.

იმედი მაქვს, სწორად შეაფასებთ დღევანდელ მოცემულობას!!!! ჯანმრთელობას გისურვებთ...

ინდოეთში კატასტროფა ხდება - მსოფლიო რეკორდი მოიხსნა, ოფიციალური მონაცემებით 350.000 ადამიანი ავადდება დღეში უკვე მეოთხე დღეა. კრემატორიუმში გვამების დაწვას ვერ აუდიან, საავადმყოფოებში ადგილები არ არის, ჟანგბადის საშინელი დეფიციტია. ამ ფონზე ინდოელი ექიმები ამბობენ, რომ მომავალი ორი კვირა კიდევ უფრო დრამატული იქნება. შტამი, რომელიც ინდოეთში გაჩნდა b1.617 არის ბევრად უფრო საშიში, ვიდრე კორონავირუსის პირველი ვარიანტი - ინდოეთმა პირველი ტალღა მეტ-ნაკლებად კარგად მოიგერია. ძალიან მძიმე მდგომარეობაა ბრაზილიაშიც - ბრაზილიური შტამი ახლაგაზრდებს ირჩევს სამიზნედ".

კომენტარები

მსგავსი სიახლეები