0 2 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იუმორნარევი “სიმართლე” სიყვარულზე

ჩამოტვირთვა

• სიყვარული - ეს ტკბილი ძილია, ქორწინება კი - მაღვიძარა! • სიყვარული - ეს არის წარმოსახვის გამარჯვება ინტელექტზე. • სიყვარული - ეს არის ავადმყოფობა, რომელიც მალე გაგივლით, თუ წოლით რეჟიმს დაიცავთ. • სიყვარული ? სიყვარული გაივლის, აი ცოლები კი დარჩებიანო! • სიყვარული ადამიანს მხოლოდ ცალ ფრთას აძლევს, ასაფრენად კი პარტნიორია საჭირო! • სიყვარული - ეს სისუსტეა, რომელიც ადამიანს უფრო ძლიერს ხდის. • სიყვარული - ეს ცრურწმენაა, თითქოს ერთი ქალი რაიმეთი გამოირჩევა სხვებისაგან. • სიყვარული ამინდის პროგნოზივითაა - მასში ვერასოდეს იქნები დარწმუნებული! • სიყვარული ისაა, როცა ერთ არასრულყოფილებას მეორე არასრულყოფილება იდეალური ჰგონია! • სიყვარული ნარკოტიკივითაა, როცა გაქვს - "კაიფია", როცა არა გაქვს - "ლომკა"! • სიყვარული ნამდვილად ნარკოტიკი რომ იყოს, ყველა ქორწინება სიკვდილამდე გასტანდა. • სიყვარული ნამდვილად არსებობს, მაგრამ ამურის ისრები მამაკაცებს გულში კი არა, სხვაგან ხვდებათ! • პრეზერვატივი ჩინელებმა მოიგონეს, რომ აღარ გამრავლებულიყვნენ, ქართველებმა კი მოიგონეს სიყვარული - ფული რომ აღარ დახარჯვოდათ. • ვირტუალური სიყვარული: "მათ ერთმანეთის "უსმაილოდაც" კი ესმოდათ!" • ამბობენ, რომ ტყუილი კლავს სიყვარულსო, მაგრამ გულახდილობა კიდევ უფრო სწრაფად კლავს. • თეორია პრაქტიკის გარეშე იგივეა, რაც სიყვარული სექსის გარეშე, ორივე ტვინის ბურღვაა! • მეგობრობა ვერ იტანს ორგულობას, სიყვარული კი უფრო ამტანია! • ხელოვნების ნებისმიერ დარგში სიყვარული კი არაა მთავარი, არამედ - სექსია მეტად მნიშვნელოვანი! • გიყვარდეთ დიდი და ნამდვილი სიყვარულით ფული: ეს სიყვარული ყველა სხვა სახის სიყვარულის ხარჯებს აგინაზღაურებთ! • თუ გაუზიარებელი სიყვარული ბედნიერებას არ მოგიტანთ, მაშინ ფული მაინც მოიტანოს! • სიყვარული ისაა, როცა თქვენ ვარდისფერი სათვალიდან გიყურებენ, სიძულვილი კი ის არის, როცა თქვენ გამადიდებელი შუშებით გათვალიერებენ. • ნამდვილი სიყვარული ერთხელ გვხვდება ცხოვრებაში, მაგრამ, ბედის ირონიით, საკუთარ ცხოვრებაში - არა. Perla.ge

კომენტარები

მსგავსი სიახლეები