1 9 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

“ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების დანაშაულის გამო” – “გურული დღიურების” ფონდი მიკროსაფინანსოზე თავდამსხმელის დედას დაეხმარება

შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით, ახლა გადავწყვიტეთ და ლევან ზურაბაშვილის დედას დავეხმარებით, – ამის შესახებ ეროვნული ბიბილიოთეკის გენერალური დირექტორი, მწერალი, გიორგი კეკელიძე წერს.

„ვნახე იმ გზააბნეული ბიჭის დედის ინტერვიუ და შევძრწუნდი. აი, იმის, ორი დღის წინ რომ მძევლები აიყვანა. ასეთი დედები არ უნდა იტანჯებოდნენ შვილების შეცდომისა თუ დანაშაულის გამო. აბა, ეს რას უშველის, არც არაფერს, მაგრამ გურული დღიურების ფონდში, რომელიც საგანმანათლებლოა, საახალწლოდ რომელიმე ყოფილი, შეჭირვებული პედაგოგისთვის მცირე ფინანსურ წახალისებას ვამზადებდით. ახლა გადავწყვიტეთ და მას დავეხმარებით”, – წერს გიორგი კეკელიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები