1 1 : 0 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავტომობილის მოვლის ხელოვნება - პროფესიად ქცეული ჰობი

„თეგეტა მოტორსი“ ზაფხულის კამპანიის ფარგლებში მორიგ ვიდეორგოლს გვთავაზობს. ამჯერად „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსი ლიკა მაისურაძე გვიზიარებს საკუთარ ისტორიას, როგორ იქცა მისთვის ავტომობილზე ზრუნვა საყვარელ პროფესიად და რას ნიშნავს „ავტომობილის მოვლის ხელოვნება“, როგორც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ლიკა იხსენებს, რომ ავტომობილთან პირველი შეხება ჯერ კიდევ 4 წლის ასაკში ჰქონდა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ავტომობილზე ზრუნვის სიყვარული შვილმა მამისგან მემკვიდრეობით მიიღო. ასაკის მატებასთან ერთად კი, სათამაშო ავტომობილი ნამდვილმა ჩაანაცვლა და დღეს ლიკა, „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსობასთან ერთად, წარმატებით ითავსებს  ავტომრბოლელობას. ის სამი სხვადასხვა ავტომობილით ასპარეზობს და ყოველი რბოლის წინ საკუთარი ხელით ამზადებს თითოეულს.

ლიკასგან, სარბოლო მანქანების მოვლის სპეციფიკის გარდა, ასევე გაიგებ, რა არის მთავარი სამუხრუჭე სისტემების მოვლისას, რას უნდა მიაქციო განსაკუთრებული ყურადღება და რაც მთავარია, როგორ მიიღო სიამოვნება პროცესით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები