1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

,,უპრეცედენტო რამ მოხდა, სასამართლოს ხელისუფლება უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი”- გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური ბრიფინგით უპასუხეს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას,იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის გაუქმებაზე.

"დღეს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა, სასამართლოს ხელისუფლება პირდაპირ და უკანონოდ ჩაერია პრეზიდენტის კონსტიტუციურ  უფლებამოსილებაში და შეაჩერა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრის დანიშვნის კონსტიტუციური აქტი. მაშინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით აქვს სრული უფლებამოსილება ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება შეარჩიოს და დანიშნოს იუსტიციის უმაღლესის საბჭოს წევრი.  თქვენ ამ თვითნებობის უფლება არ გაქვთ; ეს არის ხელისუფლების დანაწილების პრინციპის დარღვევა; ეს არის კიდევ ერთი დასტური სასამართლოს კლანური მმართველობის, რომლისთვისაც ერთი განსხვავებული აზრიც კი მიუღებელია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში" -  ამბობს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები