0 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

წარმოუდგენელი შესაძლებლობები და საოცარი შესრულება - ახალი Porsche Taycan საქართველოშია

ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული Porsche Taycan-ის მსოფლიო პრემიერა სულ რაღაც 2 თვის წინ შედგა. დღეს კი ახალი მოდელი საქართველოშია და  ქართველ მომხმარებელს  მისი შეძენა უკვე „პორშე ცენტრი თბილისში“ შეუძლია.

„ტაიკანის“ახალ ვერსიებს მეტი სიმძლავრე აქვს დაერთი დამუხტვით მეტი მანძილის გავლა შეუძლია. მას უკეთესი აჩქარება და უფრო სწრაფად დატენის ფუნქცია გააჩნია. გარდა ამისა, Style Porsche-მ  დიზაინი დახვეწა და Turbo-მოდელები ახლა უფრო მძლავრადაა დიფერენცირებული. „ტაიკანის“ ყველა ვერსიას კიდევ უფრო მრავალფეროვანი სერიული კომპლექტაცია აქვს, ასევე Porsche Driver Experience-ის უახლესი თაობა ბევრი მიმართულებით გამოირჩევა გაუმჯობესებული მაჩვენებლებისა და მომსახურების კონცეფციით.

ცვლილება ძარის სამივე ტიპის მქონე „ტაიკანს“შეეხო – როგორც სპორტულ სედანს, ისე ოფროუდ პაკეტით ხელმისაწვდომ Taycan Cross Turismo-სა და სპორტულ-პრაქტიკულ Taycan Sport Turismo-ს. უკვე ხელმისაწვდომია მოტორიზების 4-4 ვარიანტი – წინა ან სრული ამძრავით. 

პეტრე წაქაძე, „პორშე ცენტრი თბილისი“ დირექტორი: „გერმანული ბრენდის გამორჩეული და განახლებული მოდელი, რომელიც სრულად ელექტროა ქართველი მომხმარებლებისთვის „პორშე ცენტრი თბილისში“ უკვე ხელმისაწვდომია. მომხმარებლებზე ზრუნვა და მათთვის კომფორტის შექმნა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტია. ასევე განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს მასშტაბით ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, იზრდება Porsche-ს ელექტრიფიცირებული მოდელების გაყიდვებიც. რაც შეეხება ელექტრომობილებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას, „პორშე ცენტრი თბილისი“ დასამუხტი სადგურების ქსელს კიდევ უფრო აფართოებს. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

„პორშემ“ ელექტრომობილურობის ერაში პირველი ნაბიჯი სწორედ „ტაიკანით“ 2019 წლის ბოლოს გადადგა. მოდელით, რომელმაც ელექტრომობილების სეგმენტში თამაშის წესები შეცვალა და ინოვაციურ წინამძღოლად იქცა. ბევრი მიმართულებით გაუმჯობესებული ტაიკანით წარმატებული ისტორია გრძელდება. პერფორმანსის თვალსაზრისით „ტაიკანი“ ახალ საფეხურზეა აყვანილი - მისი სვლის დინამიკა და მართვის სიამოვნება განუმეორებელია.“

სერიული წარმოების დაწყებამდე მაქსიმალური სრულყოფისთვის „პორშეს“ ინჟინრებმა და ტესტდრაივერებმა ტაიკანის შენიღბული სატესტო მოდელებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 3,6 მილიონი კილომეტრი გაიარეს. მათი მიზანი იყო „პორშეს“ პირველი სპორტული ელექტრომობილის კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესება. სპორტული ავტომობილების მწარმოებელმა „პორშემ“ დღემდე თითქმის 150 000 ტაიკანი გამოუშვა. 

„ტაიკანის“ განახლებული მოდელები კიდევ უფრო უკეთესი აჩქარებით გამოირჩევიან. ამის აღსაქმელად საწყისი და TOP-ვერსიების მაგალითებიც საკმარისია: Taycan 0-დან 100 კმ/სთ-მდე 4,8 წამში ჩქარდება, Taycan 4S – 3.7 წამში, Taycan Turbo – 2.7 წამში, Taycan Turbo S – 2,4 წამში, Taycan Turbo GT – 2,3 წამში, ხოლო Taycan Turbo GT Weissach Package 2.2 წამში. TOP-მოდელის სიმძლავრე 1 108 ცხენის ძალამდეა გაზრდილი.

__

„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. კომპანია  მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს.  შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზეკონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც "პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები