1 9 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სამთო სათხილამურო კურორტებზე გამგზავრებამდე

 

ზამთარი უკვე აქტიურ ფაზაშია და, შესაბამისად, იმატებს მობილობა სამთო სათხილამურო კურორტების მიმართულებით. თუმცა, სანამ დასასვენებლად გამგზავრებას გადაწყვეტთ, აუცილებლად უნდა დარწმუნდეთ თქვენი ავტომობილის საიმედო მეგზურობაში. იმისათვის, რომ  დაგეგმილი მოგზაურობის დროს უსიამოვნო მოულოდნელობებმა არ იჩინოს თავი, „თეგეტა მოტორსი“ ავტომფლობელებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ ისეთ დეტალებს, როგორებიცაა: საბურავი, ანტიფრიზი, აკუმულატორი და საქარე მინის მწმენდები.

ზამთრის საბურავები

პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიაქციოთ საბურავებს. თოვლისა და ნალექის პირობებში გადაადგილებისას განსაკუთრებული როლი ენიჭება საბურავების ხარისხსა და მდგომარეობას. დაუშვებელია თოვლიან გზებზე არასეზონური ან დაზიანებული საბურავით მოძრაობა, რადგან ამით საფრთხეს უქმნით როგორც საკუთარ, ისე საგზაო მოძრაობაში მონაწილე სხვა მძღოლებსაც.

გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ საქართველოში უკვე ამოქმედდა კანონი, რომელიც ზამთარში  მძღოლებს სამთო სათხილამურო კურორტებამდე მისასვლელ გზებზე ზამთრის სეზონისთვის განკუთვნილი საბურავებით გადაადგილებას ავალდებულებს. ახალი რეგულაციის მიხედვით, ფიფქის სიმბოლოსთან ერთად, რომელიც დატანილი უნდა იყოს საბურავზე, ასევე დაწესდა პროტექტორის მინიმალური სიმაღლე, რომელიც მსუბუქი ავტომობილისთვის უნდა იყოს არანაკლებ 3 მმ. ასე რომ, ყოველგვარი გაუთვალისწინებელი სიტუაციის თავიდან ასარიდებლად შეამოწმეთ თქვენი ავტომობილის საბურავების სეზონთან შესაბამისობა, პროტექტორების ზომა, ასაკი და ზოგადი მდგომარეობაც. საჭიროების შემთხვევაში კი ჩაანაცვლეთ ახლით, რადგან სეზონთან შესაბამისი საბურავი უსაფრთხო გადაადგილების მთავარი წინაპირობა.

ანტიფრიზი

ზამთარში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანტიფრიზის რესურსის შემოწმებაც. დაბალი ტემპერატურა, ბუნებრივია, სითხის გაყინვას უწყობს ხელს. თუ ძრავის გაგრილების სისტემაში იქნება მხოლოდ წყალი ან რესურსამოწურული ანტიფრიზი, ის აუცილებლად გაიყინება როგორც კი ტემპერატურა 0 გრადუსს ჩამოსცდება. აღნიშნული სითხის გაყინვა კი დააზიანებს ძრავას და მისი შეკეთება არცთუ ისე მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული.

აკუმულატორი

წელიწადის ყველაზე ცივ სეზონზე ძალიან ხშირია აკუმულატორთან დაკავშირებული პრობლემები, რაც დაბალი ტემპერატურით აიხსნება. ზამთარში ძლიერი ყინვა ელექტროლიტების სიმკვრივის დაცემას იწვევს, რამაც შესაძლოა, აკუმულატორის გაყინვა გამოიწვიოს,  განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მისი რესურსი უკვე დაბალია.  ყველა აკუმულატორს თავისი განსაზღვრული ვადა აქვს, თუმცა მათი მუშაობის დიაპაზონი 3-იდან 7 წლამდე მერყეობს. რესურსის ამოწურვის შემდეგ ის უბრალოდ წყვეტს მუშაობას. პრობლემების შემთხვევაში აკუმულატორი ნიშნების სახით აუცილებლად მოგვცემს გაფრთხილებებს, ხოლო გაფრთხილებები გამოიხატება ფარების ნათების შემცირებაში, დაქოქვის დროს დენის გართულებულად მიწოდებაში. შესაძლოა, ხანგრძლივი დგომის შემდეგ ავტომობილი საერთოდ აღარც კი დაიქოქოს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია გამგზავრებამდე მისი შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში ახლით ჩანაცვლება.

საქარე მინის საწმენდი

საქარე მინის მწმენდების გამართული მუშაობა, ზამთარში უხვი ნალექის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ,  გარდა კარგი საწმენდი ჯაგრისებისა, საქარე მინის საწმენდი სითხის რეზერვუარშიც უნდა გვქონდეს სპეციალური ყინვაგამძლე კონცენტრატი. საქარე მინის მწმენდების სითხის არარსებობა ან გაყინვა შეგიზღუდავთ ხედვის არეალსა და ხარისხს. ასეთ პირობებში მოძრაობა კი რისკებთან არის დაკავშირებული.

გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და გაატარეთ დაგეგმილი დასვენება მოულოდნელი უსიამოვნებების გარეშე. დაიმახსოვრეთ, მომზადებული ავტომობილი ზამთარში უსაფრთხო მართვის გარანტია.

ზამთრის კურორტებზე გამგზავრებამდე ავტომობილის მოსამზადებლად „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებსა და ონლაინ შოპზე არსებული შეთავაზებები დაგეხმარებათ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...