2 0 : 0 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, თეატრთან თანამშრომლობას მწერალი ლაშა ბუღაძეც წყვეტს

ლევან წულაძისა და ეკატერინე მაზმიშვილის მარჯანიშვილის თეატრიდან წასვლის შემდეგ, მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე წყვეტს თანამშრომლობას მარჯანიშვილის თეატრთან, ამის შესახებ იგი წერს თავის ფეისბუკ გვერდზე:

„დღეს დავასრულე ჩემი რამდენიმეწლიანი თანამშრომლობა მარჯანიშვილის თეატრთან, სადაც ცხადია ლევან წულაძისა და ეკა მაზმიშვილის წასვლის შემდეგ ცოცხალი თეატრალური პროცესის გაგრძელების იმედი არ მაქვს და, შესაბამისად, არც დარჩენის სურვილი. (…) მართალია, არც ლევან წულაძეს და არც ეკა მაზმიშვილს დაფდაფებისთვის არ შემოუკრავთ თავიანთი წასვლის დეკლარირებით, მაგრამ რეალობა ისეთია, როგორიც არის: კულტურის იმ კლანურ-რეპრესიული და უიდეო, უვიცი პოლიტიკის პირობებში, რაც დღეს არის, მათი დარჩენა თეატრში შეუძლებელი აღმოჩნდა. და ბუნებრივია, ჩემიც.

მით უმეტეს, კულტურის სრულიად უკულტურო კომისრის მმართველობის პირობებში. მის მძვინვარე უკულტურობაზე მარჯანიშვილის თეატრისა და მისი ხელმძღვანელობის მიმართ კი, ალბათ თავადვე იტყვიან თუ მოუნდებათ.”

ლაშა ბუღაძეს მარჯანიშვილის თეატრში ლევან წულაძესთან ერთად გაკეთებული აქვს ადაპტაცია უილიამ შექსპირის პიესისა „როგორც გენებოთ”, რომელიც 2013 წელს ითამაშეს საიუბილეო ფესტივალზე ლონდონში, შექსპირის თეატრში „გლობუსი”. მან ასევე იმუშავა მარჯანიშვილის თეატრის სარდაფში დადგმულ სპექტაკლზე „ტარტიუფი”. 2017 წელს კი, ლაშა ბუღაძის პიესა „ნავიგატორი” დადგა ლევან წულაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები