0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისის კორპორაციული მდგრადობის ორი ჯილდო გადაეცა

თიბისის, გაეროს გლობალური შეთანხმების ყოველწლიურ დაჯილდოებაზე „კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, ჯილდო ორ ნომინაციაში გადაეცა „ხარისხიანი განათლება“ და „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“.

ნომინაციაში „ხარისხიანი განათლება“ თიბისი დაჯილდოვდა ინფორმაციული ტექნოლოგიების სასწავლო პროგრამებისთვის, რომლებსაც თიბისის IT აკადემია ახორციელებს.

ნომინაციაში „პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის“ კი თიბისიმ ჯილდო მოიპოვა მსხვილი ბიზნესის კატეგორიაში, პროექტისთვის „თიბისი - ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის“.

კონკურსი „ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის 2023“ მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის კულტურის განვითარებასა და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

ჯილდო, ქართულ ბაზარზე მოქმედი, ისეთი კომპანიებისთვისაა განკუთვნილი, რომელთა საქმიანობაც პროგრესულ და თანამედროვე ღირებულებებზეა დაფუძნებული, ეყრდნობა მაღალ სტანდარტს, მიზნად ისახავს მდგრად განვითარებას და გრძელვადიანი სარგებელი მოაქვს როგორც კომპანიისთვის, ისე საზოგადოებისთვის.

„ჩვენთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის, „ხარისხიანი განათლების“ კატეგორიაში თიბისის IT აკადემიის საქმიანობისთვის მოპოვებული ჯილდო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. IT აკადემიის კურსების მეშვეობით ახალგაზრდები ტექნოლოგიებში ახალ ცოდნასა და მომავლის პროფესიებს ეუფლებიან. 2019 წლიდან 1000-მა მონაწილემ გაიარა სხვადასხვა კურსი და 300-მდე კურსდამთავრებული თიბისისა და მის შვილობილ კომპანიებში დასაქმდა. ამჟამად, IT აკადემიაში დაწყებული გვაქვს ცხრა ახალ კურსზე მუშაობა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება და 800-მდე მონაწილეს გადაამზადებს მომავალი ორი წლის განმავლობაში. მდგრადობის მიმართულებით მეორე ჯილდო პროექტისთვის „თიბისი - ბიზნესის მწვანე შესაძლებლობებისთვის“ მოვიპოვეთ ჩვენს პარტნიორ კომპანიასთან GGF (Green for Growth Fund) ერთად. მდგრადი და მწვანე დაფინანსება ჩვენი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მდგრადი ბიზნეს მოდელების განვითარებას და ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში. ამიტომ ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისთვის.“- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი.

„კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 - ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საქართველოში მეექვსედ გაიმართა.

დაჯილდოების ცერემონია 12 ოქტომბერს ჩატარდა. ღონისძიებას კონკურსში მონაწილე კომპანიების, დიპლომატიური კორპუსის, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისისა და ევროპის ადგილობრივი ქსელების, საერთაშორისო ორგანიზაციების, სხვადასხვა უწყებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს ცერემონია გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ შვედეთის მთავრობის, USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამისა და ევროპის საბჭოს ოფისის მხარდაჭერით გაიმართა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები