0 3 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელიგაყიდვების მზარდი მაჩვენებლით აღნიშნა

200 ტონამდე რეალიზაცია - საავტომობილო და სამრეწველო საპოხი მასალების მწარმოებელმა, პრემიუმ ხარისხის ბრენდმა Petronas-მა ქართულ ბაზარზე შემოსვლის ერთი წელი გაყიდვების მაღალი მაჩვენებლით აღნიშნა. მისი ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში 2022 წლის აგვისტოდან „თეგეტა მოტორსია“.  Petronas მათ პორტფელში დღემდე ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდია.

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „როგორც იცით, „თეგეტა მოტორსი“ პრემიუმ ხარისხის ბრენდების ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. Petronas მათ რიგებს ზუსტად ერთი წლის წინათ შეუერთდა და მნიშვნელოვანი წილი დაიკავა ბაზარზე. მასზე მოთხოვნა ძალიან სწრაფად იზრდება. 200 ტონამდე რეალიზაცია თითქმის 1 წელში ძალიან მაღალი ნიშნულია და ვფიქრობთ, რომ წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებლები კიდევ უფრო გაუმჯობესდება“.

ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი თეგეტამ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. „პეტრონასის“  პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე ინდუსტრიული მიმართულებით.

ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „მსუბუქი ავტომობილების მიმართულებით გამორჩეულია პრემიუმ ხაზის ზეთები - Syntium, რომელსაც კომპანია °CoolTec™ ტექნოლოგიით აწარმოებს. Syntium იცავს 

ძრავის ნაწილებს მაღალი ტემპერატურის გავლენისგან, ასევე უზრუნველყოფს მოწყობილობის ოპტიმალურ და უპრობლემო მუშაობას. Petronas Syntium Cooltech+  გაგრილების ტექნოლოგიით იმისთვის შექმნეს, რომ ძრავის დაზიანებები აკონტროლოს და მისი პოტენციური ენერგიაც მაქსიმალურად გამოიყენოს.

ამ ზეთის მოხმარება 3%-ით უფრო ეფექტურ წვას განაპირობებს, რაც, თავის მხრივ, ავტომობილს ეხმარება, ძრავამ მაქსიმალურად ეფექტიანად იმუშაოს და უფრო მაღალი სიჩქარე ნაკლები წვის პირობებში განავითაროს. სწორედ ეს არის მიზეზი, რის გამოც Syntium მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში უკვე წლებია გამოიყენება. ფორმულა 1-ის პილოტი, შვიდგზის ჩემპიონი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი სწორედ Petronas-ის მომხმარებელია“.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს Petronas-ის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის როლი გარემოს დაცვაში. კომპანია საავტომობილო ზეთების შეფუთვაში 15%-ით ნაკლებ პლასტმასას იყენებს, რის გამოც მისი შეფუთვები, სხვა ბრენდებთან შედარებით, თხელია. ამ გზით კომპანია ცდილობს, გარემოზე ზემოქმედება შეამციროს და 2050 წლისთვის ნულოვან ემისიებს მიაღწიოს.

Petronas-მა ცოტა ხნის წინ საავტომობილო ზეთების ახალი შეფუთვა - Bag-in-Box წარადგინა, რომელშიც 92%-ით ნაკლები პლასტმასაა გამოყენებული და პროდუქტს დაზიანებისა და სინათლის ზემოქმედებისგან იცავს. კვლევებმა აჩვენა, რომ Bag-in-Box შეფუთვა ყველაზე მდგრადი ალტერნატივაა, რომელიც ნახშირბადის შემცირების საშუალებას იძლევა.

მსოფლიო მასშტაბით, „პეტრონასს“ 23 ქვეყანაში 30-ზე მეტი წარმომადგენლობა ჰყავს. „თეგეტა მოტორსში“ PETRONAS მსუბუქი და სატვირთო ავტომობილებით, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის საცხებ-საპოხი მასალებითაა წარმოდგენილი. „თეგეტა მოტორსს“ ამბიციური გეგმები აქვს Petronas-ის ზეთების რეალიზაციის ზრდის მიმართულებით. კომპანიაში ვარაუდობენ, რომ ეს ბრენდი მომავალი წლისთვის გაყიდვების ერთ-ერთი ლიდერი იქნება.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოი ნდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები