0 8 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ბათუმში, კორპუსიდან ვარდნის შედეგად დაღუპული 15 წლის გოგო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო

15 წლის მოზარდი, რომელიც ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნისას დაიღუპა, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა - ამის შესახებ პროკურატურის განცხადებიდან ხდება ცნობილი.

უწყების ცნობით, ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბათუმში, ბრალდებული 16 წლის ასაკს მუღწეველ დაზარალებულთან სისტემატურად ამყარებდა სქესობრივ კავშირს. ასევე სისტემატურად ამცირებდა მას, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ლახავდა მის პატივსა და ღირსებას, რის გამოც 11 ივნისს, დაზარალებულმა საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულიდან გადმოხტომით სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 13 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის  მეორე ნაწილის "ა’’ ქვეპუნქტით (თვითმკვლელობამდე მიყვანა გენდერის ნიშნით) და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით (სრულწლოვნის მიერ სქესობრივი კავშირის დამყარება წინასწარი შეცნობით 16 წლის ასაკს მიუღწევლთან) წარედგინა. 

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს  კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება." ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები