1 1 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სომხეთის პრეზიდენტი:„პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ"

სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარქისიანი აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შესახებ პრესის საშუალებით შეიტყო.

„პრესიდან გავიგე, რომ რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად ხელმოწერილია შეთანხმება ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ. ასევე პრესიდან გავიგე შეთანხმების პირობებიც. სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც ქვეყნის პრეზიდენტთან, ამ დოკუმენტის თაობაზე კონსულტაციები არ გამართულა, არანაირ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია“, – განაცხადა არმენ სარქისიანმა.

ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, მოქმედება, ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სომხეთს, არცახს, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ინტერესებსა და მთელი სომეხი ხალხის უფლებებს, განსაკუთრებით დოკუმენტის ხელმოწერა, ყოვლისმომცველი კონსულტაციებისა და დისკუსიების შედეგად უნდა იქნას მიღებული.

მე ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის და, შესაბამისად, სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით,“- აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები