1 0 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

რა აკრძალვები ამოქმედდება არჩევნების დღეს ქვეყანაში

31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს კანონით დადგენილი აკრძალვები ამოქმედდება.

კერძოდ, კანონის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ამასთან, აკრძალულია კენჭისყრამდე 8-საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე ტელევიზიისა და რადიოს ეთერში წინასაარჩევნო ფასიანი ან უფასო რეკლამის, საარჩევნო სუბიექტების პროგრამების გადაცემა.

კანონით ასევე იკრძალება საარჩევნო მიზნებისათვის ავტომატიზებული სატელეფონო ზარების განხორციელება და მოკლე ტექსტური შეტყობინებების გაგზავნა.

აკრძალულია არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება კენჭისყრის დღის 20:00 საათამდე.

გარდა ამისა, კენჭისყრის დღეს აკრძალულია პარტიის მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო და საუბნო კომისიების წევრების გამოწვევა. იკრძალება საარჩევნო სუბიექტის მიერ მისი წარმომადგენლის დანიშვნა, გამოწვევა, შეცვლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები