0 3 : 0 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

,,ბიბლიის“ ახალი გამოცემის პრეზენტაცია საპტრიარქოში

ჩამოტვირთვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს პრემიერთან და ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, საპატრიარქოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, ორ ტომად ხელნაწერთა ცენტრის მიერ გამოცემული "ბიბლიის" პრეზენტაციას დაესწრო.

გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღე და აღსაყდრების 40 წლისთავი მიულოცა და გამოცემაზე მომუშავე სპეციალისტებს უდიდესი ღვაწლისათვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენო უწმინდესობავ, გილოცავთ იუბილეს და აღსაყდრების 40 წლისთავს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ თარიღებში, რომლის დროსაც ჩვენ ვიკრიბებით და ერთმანეთს ვუზიარებთ სიხარულს? მნიშვნელოვანია, რომ ამ თარიღების აღნიშვნისას, ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა შევაჯამოთ და კიდევ ერთხელ შევხედოთ თქვენს მოღვაწეობას და ღვაწლს.

თქვენო უწმინდესობავ, ნებისმიერი ქრისტიანის ცხოვრება ეს არის ბრძოლა, ბრძოლა, როგორც ადამიანის შიგნით, ასევე იმ გამოწვევებთან, რომელსაც საზოგადოება და ამქვეყნიური პრობლემები, მის წინაშე აყენებს.

ამ მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნისას ჩვენ ვგრძნობთ ძალას, რადგან სწორედ ამ გამოწვევების დამმარცხებელ ადამიანს ვხედავთ, არა იდეებში, არა წიგნად, არამედ ცოცხლად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ძალიან ბევრი სირთულე.

რეალურად ვხედავთ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ამპარტავნება, ვერცხლმოყვარება. ადამიანმა, რომელმაც დაამარცხა ის გამოწვევები, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს გვაქვს და ამ გამოწვევათა დამარცხებით თავისი თავი, ჩვენი ერი ძალად აქცია.

გმადლობთ თქვენო უწმინდესობავ, ამ საოცარი მაგალითისთვის, რომელიც ჩვენ გვაძლიერებს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა წიგნის პრეზენტაციაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები