0 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"პრემიერი კვირიკაშვილი დასრულებულია…მისი დღეები დათვლილია…"

პოლიტიკური პარტია"სახელმწიფო ხალხისთვის”ლიდერი  ნიკა მაჭუტაძე Facebook- ზე კვირიკაშვილი-მელიას დაპირისპირებაზე პოსტს აქვეყნებს:

"პრემიერი კვირიკაშვილი დასრულებულია.

მისმა გინებამ, წყობიდან ასე გამოსვლამ დაადასტურა მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ მისი დღეები დათვლილია.

ასე რომც არ იყოს, დღევანდელი დღის შემდეგ, ასეთი მასშტაბის უპატივცემულობის შემდეგ სახელმწიფოსა და მისი ინსტიტუტების მიმართ, უნდა დასრულდეს."

  შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხვედრისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა ნიკა მელიასა და პრემიერ-მინისტრს შორის, რა დროსაც გიორგი კვირიკაშვილმა მელიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მოგვიანებით მან ამ ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები