0 3 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს საგარეო უწყება იერუსალიმზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება

საქართველოს საგარეო უწყება იერუსალიმზე დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას  ეხმაურება 

„ჩვენ ყურადღებით გავეცანით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებას იერუსალიმის თაობაზე. ასევე ინფორმაციას, რომ ამჟამად მიმდინარეობს აღნიშნული საკითხის ფართო საერთაშორისო განხილვა, მათ შორის გაეროშიც.

  საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას, რათა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება მოხდეს მშვიდობიანად, დიალოგით მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვაკვირდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას და გავაგრძელებთ კონსულტაციებს პარტნიორებთან“, – ნათქვამია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპმა იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად საგანგებო მიმართვის დროს აღიარა და მის ამ ნაბიჯს ისრაელმა ისტორიული უწოდა.

იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარებას კი  შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირეები გმობენ..

კომენტარები

მსგავსი სიახლეები