0 3 : 1 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"5000 ლარს ითხოვდნენ, მოკლულია ჩემი ქმარი" - ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯის ცხედარი ტყეში იპოვეს


  ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების მსაჯის ცხედარი მალთაყვის ტყეში იპოვეს. საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის აღძრული, თუმცა ოფიციალური ვერსიის ოჯახს არ სჯერა. გარდაცვლილის მეუღლე და დედა „კურიერს“ იმ ინციდენტის შესახებ უყვებიან, რომელიც მსაჯის გაუჩინარებას წინ უძღოდა.

გუშინ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მსაჯს უცნობმა პირებმა სახლში მიაკითხეს და დაძაბული საუბრის დროს ფულს სთხოვდნენ. არის ვერსია, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს.

„აქ მომაკითხეს, რაღაც თანხაზე იყო საუბარი. ეძებდნენ ჩემს ქმარს, არ ვიცი რა მოხდა. თანამდებობა უნდოდათ და ვერ დასვა ჩემმა ქმარმა და სთხოვდნენ ჩემს ქმარს. 5000 ლარს ითხოვდნენ. მოკლულია ჩემი ქმარი,“- განაცხადა ილო ტუღუშის მეუღლემ, ეკა ტუღუშმა.

ანალოგიურს ჰყვება გარდაცვლილის დედა. მანანა ტუღუში ამტკიცებს, რომ მისი შვილი მოკლეს.

ფეხბურთის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტში კი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ რამდენიმე საათის წინ გაიგეს. კომიტეტის თავმჯდომარე ვერსიას, რომ შესაძლოა, ილო ტუღუშის სიკვდილი ჩაწყობილ თამაშებს უკავშირდებოდეს, გამორიცხავს. ლევან მიქელაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი მსაჯი იყო და მას კავშირი არ ჰქონია გუნდთან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები