0 0 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროპის ქვეყნებში სიფრთხილე გამოიჩინონ

  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები ევროპის ქვეყნებში, განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, ტერორისტული აქტების განხორციელების გაზრდილ საფრთხეზე გააფრთხილა.

აღნიშნულის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„აშშ-ის მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპის ქვეყნებში სადღესასწაულო ფესტივალებზე ან სხვა ღონისძიებებზე ყოფნისას. ახლახან მომხდარი ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში და ფინეთში ცხადყოფენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ალ-ქაედას“, ასევე მათ თანამზრახველებს შეუძლიათ ევროპაში ტერაქტების დაგეგმვა და განხორციელება. აშშ-ის მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე“, - აღნიშნულია განცხადებაში. 

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტები და ექსტრემისტები თავდასხმის ობიექტად ხშირად ირჩევენ დიდ მაღაზიებს, სატრანსპორტო კვანძებს და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები