0 3 : 2 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად ფაროსანა კვლავ ნათესებში ინაცვლებს

   აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ბიზნით სურსათის ეროვნული სააგენტო, მავნებლის გავრცელების კერებში ლოკალურ ღონისძიებებს ატარებს. სააგენტოს ინფორმაციით,  ტემპერატურის მატებასთან და კლიმატური პირობების გაუმჯობესებასთან ერთად მავნებელი საცხოვრებლებიდან კვლავ ნათესებსა და მასივებში ინაცვლებს, სადაც სააგენტოს მიერ იწამლება კონკრეტული ლოკაციები.

სააგენტოს სპეციალური ტექნიკა მუშაობს სამეგრელოს, გურიის და იმერეთის რეგიონებში იმ ლოკაციებზე, სადაც მავნებელი დიდი ოდენობით აღინიშნება. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია კომპლექსური ღონისძიებების გატარება, მოსახლეობის მიერ საკარმიდამო ტერიტორიების და ეზოების დამუშავება სპეციალისტების მიერ რეკომენდებული ქიმიური პრეპარატებით, საცხოვრებელ სახლებში კი მავნებელთან ბრძოლის მექანიკური მეთოდების გამოყენება. მოსახლეობა ჩაერთო ღონისძიებების გატარებაში და ვინც სპეციალისტების მიერ რეკომენდებული პრეპრატებით ეზოები და საკარმიდამო ნაკვეთები უკვე შეწამლა მავნებლის შემცირებას ადასტურებს.

პარალელურად გრძელდება პრეპრატების დარიგების პროცესი, ერთ ოჯახს ერთი ლიტრი პრეპარატი , ფერომონი (მავნებლის მოსაზიდი ხაფანგი) და მათი გამოყენების ინსტრუქცია და საინფორმაციო მასალები გადაეცემა. პრეპრატების გადაცემა დაახლოებით 230 ათასი ოჯახისთვის არის დაგეგმილი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამგერლოს, გურიის, იმერეთის და აჭარის მუნიციპალიტეტებს უკვე გადასცა პრეპარატები ; სამეგრელოს რეგიონი 95 911 ; გურია-50 670; იმერეთი-38 838; აჭარა-13 000. პრეპარატების გადაცემას ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უზრუნველყოფენ და მათი დარიგების პროცესი მიმდინარეობს. პრეპარატებთან ერთად მოსახლეობას ასევე ურიგდება საინფორმაციო მასალები და მათი გამოყენების ინსტრუქცია.

მავნებელთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აზიური ფაროსანას ბრძოლის მიზნით, დასავლეთ საქართველოს რეგიონებში, სამეგრელოს, გურიის, იმერეთის და აჭარის იმ მუნიციპალიტეტებში სადაც გავრცელებულია მავნებელი სპეციალური ტექნიკით, სამანქანე და სატრაქტორო აგრეგატების და ავიაციის მეშვეობით შეიწამლა 110 ათასი ჰექატრამდე ფართობი, საკარმიდამო ნაკვეთები და დიდი მასივები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები