0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პრეზიდენტი მმართველ გუნდს საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხზე 4 წინადადებას სთავაზობს

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოთხ წინადადებას სთავაზობს.

”დღეს ოპოზიციის და პრეზიდენტის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც შეთანხმება შედგა. ოპოზიციამ და პრეზიდენტმა მანამდე მიაღწია 6 პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა უმრავლესობასთან შეხვედრის შემდეგ, დღეს ოპოზიციამ და პრეზიდენტმა გადაწყვიტეს, რომ გადაედგათ კიდევ თანხმობის ნაბიჯი და გააკეთეს 4 შეთავაზება - ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, ანუ ორი საკითხი, რომელსაც ”ქართული ოცნება” ითხოვს, მესამე - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და მეოთხე შეთავაზება არის ის, რომ პრეზიდენტს პარლამენტი მაშინ აირჩევს, როცა ის იქნება ორპალატიანი, რაც ასევე იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ეს არის ოთხი ძირითადი ნაბიჯი თანხმობისკენ, რასაც ოპოზიცია და პრეზიდენტი სთავაზობს უმრავლესობას, რომ გათვალისწინებული იყოს ვეტოში. თუ უმრავლესობას კიდევ სხვა საკითხები სჭირდება, მაგალითად, რელიგიის თავისუფლების მუხლი, ოპოზიცია მზად არის, ამაზე ითათბიროს”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები