2 0 : 1 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"მქონდა დანაშაულის შეგრძნება" - გიორგი ბახუტაშვილის ვრცელი წერილი

  პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებული  მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი გახდა. მისი მეწყვილე ჯულიანა ბარგნარი იყო.  გამარჯვების შემდეგ ბახუტაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგ წერილს აქვეყნებს :

"ძალიან მინდა დიდი და იმ ყველაფრის გამომხატველი ტექსტი დავწერო, რასაც ვგრძნობ, უბრალოდ არ ვიცი რა სიტყვები გამოხატავს იმ მადლიერებას და რა ქვია იმ შეგრძნებებს რასაც იმის მერე ვგრძნობ, როცა გამარჯვებულებად გამოგვაცხადეს.. 


ეს ერთდროულად განცდილი ზღაპრულად არარეალურობის შეგრძნება იყო, ძალიან დიდი სიხარული იყო, იყო უდიდესი მადლიერების გრძნობა, ძალინ დიდი პასუხისმგებლობის განცდა და იყო დანაშაულის შეგრძნება ორი ძალიან ნიჭიერი ადამიანის მიმართ, რომლებსაც ზუსტად ისევე ეკუთნოდათ, გამარჯვებულის ქვეშ, მათი გვარების გამოცხადება როგორც ჩვენ. ამიტომაც ჩემი ყველაზე დიდი მადლიერება სწორედ მათ ეკუთვნით. რომ არა ირაკლის და სალომეს ისეთი ძლიერი ხასიათი, ისეთი ძლიერი ნომრები, ისეთი პროფესიონალიზმი და ისეთი მონდომება როგორიც ქონდათ, ჩვენ არ გვექნებოდა და ვერ გამოვავლენდით იმ თვისებებს, რის გამოც ამდენმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ ჩვენთვის მხარი დაეჭირა.. ამიტომაც ძალიან მიყვარს ორივე და ფინალში გამარჯვება მათზე გამარჯვებას ერთი წამითაც არ ნიშნავს, ეს გამარჯვება ჩემ თავზე გამარჯვება უფროა და ამის გააზრება ბევრად უფრო სასიამოვნოა.


ასევე ათასმაგად სასიამოვნოა იმის გახსენება, როგორ უხაროდათ ჩვენი სახელების გამოცხადება ადამიანებს, ნაცნობებს, მეგობრებს და უცხოებს. ეს მთელი ჩემი სამეგობროს გამარჯვებაა, თითოეულმა მათგანმა შეიტანა ამაში წვლილი და ვისაც რა შეეძლო ის გააკეთა ამ მიზნის მისაღწევად. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ მაყურებელს რომელმაც ჩათვალა, რომ სწორედ ჩვენ ვიყავით ამ შეგრძნებების მიღების ღირსი და ერთხელ მაინც გამოაგზავნა მესიჯი ჩვენს ნომერზე. დიდი მადლობა ცეკვების სტაფს, რომ მახსენდება თქვენი გახარებული სახეები, ვხვდები რომ ყველაზე დიდი საჩუქარი ესაა.. ჩემი საყვარელი მუსკომედიის თეატრი, რომელსაც მხოლოდ ისეთივე გვერდში დგომით თუ გადაუხდი მადლობას, როგორიც თვითონ შეუძლია. 


დიდი მადლობა ჩემს მეწყვილეს, რომელმაც დამარწმუნა ჩემ თავში და მთელი სამი თვე იცხოვრა იმ მიზნით რომ რაც შეიძლება კარგად წარმოეჩინა ჩემი შესაძლებლობები, რომლებიც ხან მქონდა და ხან არა, უბრალოდ მას შეეძლო ეს ისე შეეფუთა თითქოს საერთოდ არ იყო ჩემთვის რთული ის რასაც სცენაზე ვაკეთებდით. ძალიან დიდი ბედნიერებაა და იშვიათია ესეთი პარტნიორი. და დიდი მადლობა ამ პროექტს, რომელმაც თავიდან გამაცნო ჩემი თავი", - წერს მსახიობი.

    კომენტარები

    მსგავსი სიახლეები