0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამი შვილის დედა საკუთარმა საყვარელმა ძაღლმა წამებით მოკლა

სამხრეთ კაროლინაში მცხოვრები 59 წლის ჯეინ ეგლი საკუთარ სახლში მკვდარი იპოვნეს. ის თავისივე  საყვარელმა ძაღლმა, სამხრეთ აფრიკულმა მასტიფმა დაგლიჯა, რის შემდეგადაც ქალი ადგილზე გარდაიცვალა. 

პოლიციის თქმით, ქალის დასახმარებლად მისული ჯგუფი აგრესიული ძაღლის გამო სახლში ვერ შედიოდა, ამიტომ მათ ძაღლი მოკლეს.  ამ დროს ქალს უკვე პულსი აღარ ესინჯებოდა და უგონო მდგომარეობაში იყო.

გამომძიებლები ესაუბრნენ ჯეინის ნათესავებს, რომლებმაც დაადასტურეს, რომ ძაღლი აგრესიულობით გამოირჩეოდა.

გამომძიებლები ასევე იმასაც ამობენ, რომ 59 წლის ქალის სიკვდილის ზუსტი მიზეზი ჯერ არაა დადგენილი.

ქალის instagram-ის და facebook-ის გვერდებზე დევს სურათები მასტიფის ჯიშის ლეკვებთან ერთად. ფოტოებზე ასევე ჩანს, როგორ ეთამაშენიან ეგლის შვილები ძაღლებს.ქვეყნის ცხოველთა მომსახურების განყოფილებამ სახლში კიდევ შვიდი ლეკვი აღმოაჩინა. აქედან 6 მასტიფის ჯიშისაა. ინციდენტის შემდეგ ისინი შესაბამის უწყებებს გადაეცათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები