2 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ძმები ყარამანიშვილების შეთავაზებას "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებმა უარით უპასუხეს

რუსთავი 2-ის თანამშრომლები ძმები ყარამანიშვილების შემოთავაზებას შეთავაზებით უპასუხეს. რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, სამაუწყებლო კომპანიის აქციების მფლობელების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა და უარის მიზეზები განმარტა. 

„ჩვენ რუსთავი 2-ის თანამშრომლებმა განვიხილეთ ძმები ყარამანიშვილების განცხადება ჩვენთვის მათი კუთვნილი 40 პროცენტიანი წილის გამოცემის თაობაზე. მადლობას ვუცხადებთ მათ ამ შემოთავაზების, თუმცა ამ წინადადებას ვპასუხობთ უარით,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

"საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო," - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

„ჩვენი უარი ემყარება შემდეგ გარემოებებს - პირველი, ამჟამად ყადაღის ქვეშ მყოფი 40 პროცენტიანი წილის რუსთავი 2-ის გუნდისთვის გადმოცემა პრაქტიკულად განუხორციელებადია, რამე თუ რუსთავი 2-ის წესდების თანახმად, წილების გადაცემას ესაჭიროება ყველა მეწილის, მათ შორის, 9 პროცენტის წილის მეწილის, ნინო ნიჟარაძის, თანხმობა. ამგვარი თანხმობა არ არსებობს და შესაბამისად, წარმოდგენილი შემოთავაზება სამართლებრივი თვალსაზრისითაც წარმოადგენს ფიქციას. რაც, როგორც ჩანს, სამწუხაროდ, ძმებ ყრამანიშვილებს, გამორჩათ მხედველობიდან.

"მეორე, ამას გარდა, რაც მთავარია, კომპანიის 40 პროცენტიანი წილის ფლობა პრაქტიკულად არ ცვლის საქმის ვითარებას, რამე თუ გადამწყვეტი ხმის უფლება ისევ რჩება ტელეკომპანია საქართველოს, რომელიც კომპანიის საკონტროლო პაკეტს, 51 პროცენტიან წილს ფლობს და ტელეკომპანია საქართველოს მესაკუთრეებიც არიან ძმები ყარამანიშვილები. შესაბამისად, შემოთავაზებული წინადადება შინაარსობრივი თვალსაზრისითაც ერთგვარად ფიქტიურია, რადგან კოლექტივისთვის კოლექტივის კომპანიის მართვაში ჩართულობის ვერანაირ გარანტიას ვერ ქმნის.

"მესამე, სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის თანამშრომლები გამოვდივართ საპასუხო ინიციატივით. საკუთრებაში გადმოგვეცეს შპს ტელეკომპანია საქართველო, რაც როგორც სამართლებრივად, ისე შინაარსობრივად, ერთადერთი გზაა, კომპანიაში საქმის ვითარების რეალურად და არა ფიქტიურად შესაცვლელად. შპს ტელეკომპანია საქართველო არ არის დაყადაღადებული, მის გასხვისებას არ სჭირდება მესამე პირთა თანხმობა და ის ფლობს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტს. მისი კოლექტივისთვის გამოცემით არა მხოლოდ ჩვენი ტელეკომპანიის, არამედ ქართული მედიის ისტორიაში პირველად, მაუწყებლის მესაკუთრეები გახდებიან თავად მისი თანამშრომლები. მათ მიერ საამისოდ შერჩეული და უფლებამოსილი პირების მეშვეობით, რომლებიც ანგარიშვალდებული იქნებიან სწორედ მათ წინაშე".

"მნიშვნელოვნად მიგვაჩნია აგრეთვე აღვნიშნოთ, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმით, ასევე დასრულდება არაჯანსაღი და ხშირ შემთხვევაში, სრულიად უსაფუძვლო სპეკულაციები რუსთავი 2-ის პარტიულ ან სხვაგვარ აფილაციებთან დაკავშირებით და უკვე, მათ შორის არც ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისი, საფუძველი არ ექმნება იმის მტკიცებას, რომ სარედაქციო პოლიტიკა ყალიბდება სხვა ადამიანების ჩარევით და მხოლოდ ჩვენ, უკვე ფორმალურ სამართლებრივადაც, სრულად და დამოუკიდებლად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაზე. ახლაც და მომავალშიც, ამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობას ვგულისხმობთ და ასევე ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალის ხელისუფლებაში მოსვლის პირობებსაც.

"ჩვენ გვესმის ლეგიტიმური ინტერესი იმისა, რომ არ შეიქმნას ინვესტორების საფარ ქვეშ კომპანიაში მესამე პირების შემოსვლის საშიშროება. საამისოდ მზად ვართ, წილების ჩვენთვის გადმოცემის შემთხვევაში, ტელეკომპანია საქართველოს წილის ნებისმიერ მესამე პირზე გასხვისება, შესაძლებელი იყოს მხოლოდ უპრეცედენტოდ მაღალი კონსენსუსის საფუძველზე."

"კიდევ ერთხელ ვუცხადებთ ძმებ ყარამანიშვილებს მადლობას შემოთავაზებისთვის, რომელზეც სამწუხაროდ უარი უნდა განვაცხადოთ და მივმართავთ მათ ჩვენი საპასუხო შეთავაზებით. გადაეცეს არხი საკუთრებაში იმათ, ვინც რეალურად და სრულიად დამოუკიდებლად, ყოველგვარი გარე დახმარების გარეშე, საკუთარი თავგანწირული ბრძოლით დღემდე მოიტანა ეს კომპანია, შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და შეუნარჩუნა მთელ საქართველოს, ხალხს, თავისუფალი სიტყვა და ეს მოხდა იმ ვითარებაში, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ ყველა შესაძლო მეთოდით იბრძოდა მთელი სახელისუფლებო მანქანა. ღრმად გვწამს, რომ ამ შეთავაზების დაკმაყოფილებით, ძმები ყარამანიშვილები გამოიყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას, ოქროს ასოებით ჩაწერონ საკუთარი სახელები ქართული მედიის და გამოხატვის თავისუფლების ისტორიაში," - აცხადებენ არხის ჟურნალისტები. 

ნიკა გვარამიამ აქვე განაცხადა, რომ ეს არის რუსთავი 2-ის თანამშრომლების დიდი უმრავლესობის პოზიცია, იმ ადამიანების, ვინც ეს კომპანია მთელი ამ წლების განმავლობაში აშენა. ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ ამ შეთავაზებაზე რეაგირებას ელოდებიან.

ძმები ყარამანიშვილებმა დღეს რუსთავი 2-ის თანამშრომლებს მიმართეს და აღნიშნეს, რომ მზად არიან ხელშეკრულება წილების გადაცემის თაობაზე დაუყოვნებლივ გააფორმონ, რომელიც ძალაში ყადაღის მოხსნის შემდეგ შევა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები