2 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

32 ათასი მოქალაქე, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვით ვეღარ ისარგებლებს

მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს ვეღარ მიიღებს. 

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. ცვლილებების შესახებ ამ წუთებში შრომისა და ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ბრიფინგს მართავს. 

მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარზე მეტია, 32 000-ს შეადგენს. ცვლილებების შედეგად ისინი ვეღარ მიიღებენ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ სამედიცინო სერვისებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ისინი რჩებიან ჯანდაცვის სახელმწიფო სხვა პროგრამების მოსარგებლეებად.

ამასთან,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ამბულატორიულ მედიკამენტებთან წვდომა ექნებათ. 
მიზნობრივ ჯგუფებში შედიან: 0-5 წლამდე ბავშვები, სტუდენტები, პენსიონერები, შშმ პირები, პედაგოგები, სოციალურად დაუცველები. მათი რაოდენობა 1 700 000-მდეა. 

ცვლილებების თანახმად, მიზნობრივ ჯგუფებს ემატებათ წვდომა ამბულატორიულ მედიკამენტებთან, ენიჭებათ პრივილეგია ერთდროულად ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით. ამასთან, მიზნობრივ ჯგუფებს უნარჩუნდებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები