1 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წარმატება გელით ყველა საქმეში. სიახლეებს მშვიდად შეხვდით. ოჯახური საკითხების მოგვარება თქვენგან მეტ მოთმინებასა და თანადგომას მოითხოვს. 

კურო
პოზიტიური დღე გელით. საქმეები და მუშაობა კარგია, მაგრამ გართობას ნუ მოიკლებთ. საყვარელი ადამიანი თქვენით აღფრთოვანებულია. 

ტყუპი
აქტიური და დამოუკიდებელი ხართ. ეს თვისება დღეს წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. გავლენიანი ადამიანებისგან საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეები გელით. 

კირჩხიბი
საქმიანი შეხვედრების დროს მეტად გამოავლინეთ დიპლომატიური თვისებები. მუშაობისას - ნიჭი და შესაძლებლობა. აქტიურად ჩაერთეთ ოჯახის საქმეებში. 

ლომი
საინტერესო შეხვედრებითა და ნაცნობობით მდიდარი დღე გელით. ენერგიული ხართ და დაკისრებული ვალდებულებების შესრულება არ გაგიჭირდებათ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. 

ქალწული
პოზიტიური და მეგობრული დღე გელით. გარშემო მყოფები რთული საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებიან. საინტერესო საქმიანი შემოთავაზებას მიიღებთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტი ფანტაზია გამოავლინეთ. 

სასწორი
მოწყენილობისა და ნერვიულობის მიზეზი არ გაქვთ. სამსახურში სასიამოვნო სიურპრიზი და პროფესიულ სფეროში ნიჭის გამოვლენა გელით. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს მოგიმზადებთ. 

მორიელი
სამსახურის საქმეები თქვენგან მეტ ყურადღებას მოითხოვს. კარგი დღეა შოპინგისთვის. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ. 

მშვილდოსანი
საინტერესო დღე გელით. სიახლეების გამო ნუ ინერვიულებთ, უფროსის გადამეტებულ ყურადღებასაც მშვიდად შეხვდით. ზოგიერთს დაწინაურება ელის. სასიხარულო ამბავი მეგობრებსაც აცნობეთ. 

თხის რქა
ფორტუნა გწყალობთ და ეცადეთ ისარგებლოთ დადებით მომენტით. ზოგიერთს საჩუქარი ელის. საღამოს სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით, საყვარელი ადამიანი რომანტიკულ შეხვედრას გიმზადებთ. 

მერწყული
ბედნიერი და პოზიტიური დღე გელით. თავადაც ასეთი ხართ. ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. საღამო შინ, ოჯახის წევრებთან ერთად ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ. 

თევზები
საჩუქრები და სიურპრიზები გელით. განსაკუთრებულად წარმატებული დღეა პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები