1 0 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოერიდეთ კონფლიქტს კოლეგებთან. მცირე უსიამოვნებებს ადვილად გაართმევთ თავს, თუ დაკვირვებულად იმოქმედებთ. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. 

კურო
სასურველს მიაღწევთ, თუ მოინდომებთ და მეტ ყურადღებას მიაქცევთ დეტალებს. სიფრთხილე გმართებთ უცხოელებთან და სამართალდამცავებთან. 

ტყუპი
ნუ დაძაბავთ ურთიერთობას კოლეგებთან, პარტნიორებთან (საქმიან და სასიყვარულო). სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. 

კირჩხიბი
მოიმატებს გადაღლილობა. ეცადეთ, გვიანობამდე არ იმუშაოთ. მოერიდეთ სტრესულ სიტუაციებს, არ ჩაერიოთ გარშემო მყოფების საქმეებში. 

ლომი
ნუ იქნებით ჭირვეული და ზედმეტად მომთხოვნი გარემო მყოფების მიმართ. ნუ მიაქცევთ ყურადღება მცირე შეფერხებებს, მოთოკეთ ემოციები. 

ქალწული
ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებზე მუშაობას. ნუ დაძაბავთ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან, შორეულ ნათესავებთან, უცხოელ პარნიორებთან. 

სასწორი
შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ყველა უსიამოვნებას დიპლომატიურად აარიდებთ თავს. მეტი დრო დაუთმეთ საქმეების მოგვარებას და ნაკლებათ აჰყევით ემოციებს. 

მორიელი
მეტი სიფრთხილე გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. ყურადღებით იყავით ყიდვა-გაყიდვისას. დაუფიქრებლად ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ, გამოუსადეგარ ნივთებს. 

მშვილდოსანი
მეტად დაისვენეთ, მოსალოდნელია ფიზიკური და ფსიქოლოგიური გადაღლა. სიფრთხილე გმართებთ ტექნიკასთან. პროფესიონალური საკითხების მოგვარებისას მოთმინება გმართებთ. 

თხის რქა 
ნუ დაიწყებთ ახალ პროექტებს, დაასრულეთ ძველები. ნაკლებად ჩაერიეთ გარშემო მყოფების საქმეებში, ნუ აიღებთ პასუხისმგებლობას მათი საქმეების მოგვარებაზე. 

მერწყული
იყავით მშვიდად და ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. კამათი და ურთიერთობის გაწყვეტა მეგობართან დაუშვებელია. 

თევზები
მშვიდად აწარმოეთ საქმეები. მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას გარშემო მყოფებათან. ნუ გადაიღლებთ, ნურც ფიზიკურად, ნურს სულიერად.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები