1 9 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ - ბობ ვუდვორდის სკანდალური წიგნი ტრამპის პრეზიდენტობის შესახებ

 „შიში: ტრამპი თეთრ სახლში“ - ასე ქვია სკანდალურ წიგნს, რომელიც ბობ ვუდვორდმა  გამოსცა.

 წიგნის ოფიციალური პრეზენტაცია სექტემბრის ბოლოს შედგება. ის ტრამპის პრეზიდენტობის პირველი 20 თვის მანძილზე ასობით საათის განმავლობაში ჩატარებულ ინტერვიუებს ეყრდნობა.

წიგნში პრეზიდენტი დახასიათებულია, როგორც უცოდინარი, თეთრი სახლი კი, როგორც ადმინისტრაცია, რომელიც რეალურ ფუნქციებს ვერ ასრულებს.

ვუდვორდი, რომლის ჟურნალისტური გამოძიებაც წინ უძღოდა პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონის გადადგომას, წერს, რომ თეთრი სახლის ახლანდელი და ყოფილი თანამშრომლები წუხან, რომ პრეზიდენტის ქმედებებმა შესაძლოა მსოფლიო საფრთხის წინ დააყენოს.

წიგნის თანახმადვე, პრეზიდენტი ხშირად შეურაცხმყოფელად მოიხსენიებს საკუთარ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციის წევრებს. მაგალითად, მის ყოფილ მრჩეველზე უსაფრთხოების საკითხებში, მაკმასტერზე ამბობდა, რომ ის "იაფიან პიჯაკებს" იცვამდა და ამის გამო "ლუდის გამყიდველს" ჰგავდა

წიგნში მოყოლილი ამბები თეთრი სახლის თანამშრომლებმა უარყვეს და ყველაფერი განაწყენებულ ყოფილ თანამშრომლებს დააბრალეს. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები