0 0 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

ბორჯომში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მაღაზია „ბარდასი“ ადგილობრივების საყვარელი ადგილია. საკანცელარიო ნივთების, წიგნების, სუვენირებისა და აქსესუარების ფართო არჩევანთან ერთად, „ბარდასს“ გამორჩეულს მისი კეთილგანწყობილი თანამშრომლები ხდის.

„ბარდასის“ ისტორია თორმეტი წლის წინ დაიწყო, როცა მისმა მეპატრონემ, დავით ბარდაძემ ნაქირავები ფართითა და 700-ლარიანი კაპიტალით საკანცელარიო მაღაზია გახსნა. წარმატების გზა მარტივი არ ყოფილა, ბიზნესი, წლებთან ერთად გაიზარდა, განვითარდა და ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობა დღის წესრიგში დადგა.

2019 წელს, თიბისის მხარდაჭერით, დავით ბარდაძემ მიწა შეიძინა და საკუთარი კომერციული ფართი ააშენა. 140 მ2 შენობის შევსება მარტივი არ აღმოჩნდა. ამიტომ, დახმარებისთვის ისევ თიბისის მიმართა და ბიზნესესხით სარეალიზაციო საქონელი შეიძინა.

დავითი მაღაზიას მეუღლესთან ერთად უძღვება და დამატებით, კიდევ ოთხი თანამშრომელი ჰყავს.

გრძელვადიან გეგმებში ონლაინ მაღაზიის ამუშავებას მოიაზრებს, თუმცა მანამდე, „ბარდასის“ გაფართოებას და მეორე სართულის აშენებას, ასევე ბაკურიანში ფილიალის გახსნას გეგმავს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები