0 2 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

Volvo EX90-ის მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა 2024 წლის საუკეთესო გამოგონებად აღიარეს

ჟურნალმა TIME-მა საუკეთესო გამოგონებების ყოველწლიური სია გამოაქვეყნა, რომელიც სხვადასხვა დარგში ისეთ მნიშვნელოვან ინოვაციურ გამოგონებებს აერთიანებს, რომლებსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეცვალოს ადამიანის ცხოვრება. 2024 წლის სიაში ნომინაცია „ავტომობილში“ Volvo EX90 SUV-ში მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემამ გაიმარჯვა.

მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში ნოვატორული, უსაფრთხოების სრულიად ახალი ფუნქციაა, რომელიც სენსორული ანალიზის ტექნოლოგიით რეალურ დროში ადგენს - გაუარესდა თუ არა მძღოლის მდგომარეობა, არის თუ არა მძღოლი დაღლილი, ან გაეფანტა თუ არა მას ყურადღება. ეს კეთდება იმ მიზნით, რომ ავტომანქანამ საჭიროებისამებრ აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება.

ზოგიერთ შემთხვევაში EX90 მძღოლს თავიდან მსუბუქი ბიძგით გააფრთხილებს, რასაც მოჰყვება უფრო აქტიური შეტყობინებები, თუ საწყის ბიძგს არ ექნება სასურველი შედეგი. გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში - მაგალითად, თუ მძღოლს ჩაეძინა, EX90-ს შეუძლია უსაფრთხოდ გააჩეროს მანქანა და ავარიული შუქების საშუალებით გააფრთხილოს გზით სხვა მოსარგებლეები.   

მძღოლების მდგომარეობის გაგების სისტემა Volvo-ს ახალი, სრულად ელექტრული EX90-ის სტანდარტული კომპლექტაციის ნაწილია.

 

 

ჯიმ როუენი, Volvo Cars-ის აღმასრულებელი დირექტორი: „Volvo Cars-ისთვის ეს აღიარება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულოა. VolVo-ს მთელი ისტორიის განმავლობაში EX90 ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. თითოეული ჩვენი მოდელი შემუშავებულია Volvo-ს მოწინავე უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად, თუმცა ჩვენ მუდმივად ვაგრძელებთ უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესებაზე მუშაობას.

მძღოლის მდგომარეობის გაგების სისტემა EX90-ში  ჩვენი ერთ-ერთი უახლესი გამოგონებაა უსაფრთხოების სფეროში, რაც პირდაპირი შედეგია იმ ცოდნისა, რომელიც რეალურ პირობებში 50 წელზე მეტი ხნის კვლევის შედეგად შევიძინეთ. ჩვენი ცოდნა და გამოცდილება იმის შესახებ, თუ როგორ ურთიერთობენ მძღოლები საკუთარ ავტომანქანებთან, გვეხმარება, აღმოფხვრათ ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს გვიშლის ჩვენი საბოლოო მიზნის - ნულოვანი შეჯახების მიღწევაში. ამ გზაზე EX90 Volvo Cars-ის უსაფრთხოების ახალი ეპოქაა. ჩვენი მთლიანად ელექტრული ლეგენდარული SUV შექმნილია იმისათვის, რომ დაიცვას ადამიანები და მათი სიცოცხლე, ხოლო მათი ყოველდღიური მოგზაურობა უფრო ადვილი და სასიამოვნო გახადოს. დროთა განმავლობაში ის კიდევ უფრო გაუმჯობესდება და დაიხვეწება, რადგან რეალურ დროში მიღებული მონაცემები ამის საშუალებას იძლევა“.

 

„ვოლვო ქარსი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ავტომობილების მწარმოებელი ბრენდია. მას არაერთი მნიშვნელოვანი გამოგონება უკავშირდება, მათ შორის უსაფრთხოების სამწერტილოვანი ღვედი, რომელიც ვოლვოს ინჟინერმა 1959 წელს შექმნა და მისი პატენტი მსოფლიოს უსასყიდლოდ გადასცა, რამაც დღემდე მილიონობით სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შემდეგ იყო მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულების ბავშვის სავარძელი, რომლის სწორად დამონტაჟების შემთხვევაშიც მცირეწლოვანი ავარიისას ბევრად უფრო დაცულია.

 

--

შვედურ ბრენდს საქართველოში თეგეტა ჰოლდინგის ერთ-ერთ მიმართულებაში, თეგეტა ქარსში შემავალი კომპანია ვოლვო ქარ საქართველო  წარმოადგენს. კომპანია 2019 წლიდან  პრემიუმ კლასის ავტომობილების ოფიციალური იმპორტიორია და მომხმარებელს SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...