0 1 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

ცოდნის გაზიარებისა და პროცესების გამჭვირვალობისთვის, თიბისიში ეჯაილ გილდიის შეხვედრები გრძელდება

თიბისისთვის, როგორც ლიდერი ტექნოლოგიური კომპანიისთვის, ეჯაილ პროცესების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. ამის დასტურია ეჯაილ გილდიის შეხვედრები, რომლებიც ორგანიზაციაში ეჯაილ კულტურის განვითარებას, მის გავრცელებასა და პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობას ემსახურება.


თიბისი, როგორც საუკეთესო ტექ. დამსაქმებელი, თანამშრომლების პროფესიული ცოდნის ამაღლებაზე მუდმივად ზრუნავს, შესაბამისად, დიდ ყურადღებას უთმობს მსგავსი შეხვედრების ორგანიზებას. სესიები თვეში ერთხელ, ჰიბრიდულ ფორმატში იმართება და მისი თემატიკა იმ დროისთვის არსებული გამოწვევებისა და აქტუალური თემების შესაბამისად ირჩევა.

“ეჯაილ გილდიის შეხვედრებზე, წარმატებულ ან წარუმატებელ რეალურ მაგალითებზე ვსაუბრობთ. ასევე, ამ ფორმატში ზიარდება ეჯაილ სტრუქტურაში მიმდინარე საინტერესო სიახლეები და ცვლილებები. პროცესების გაუმჯობესებაში უშუალოდ ჩართული პირები მათ წინაშე არსებულ იმ ბენეფიტებსა თუ გამოწვევებზე საუბრობენ, რომლებიც ტრანსფორმაციის პროცესს თან ახლავს”, - ამბობს ქეთა ცომაია, თიბისის ეჯაილ მწვრთნელი.

ეჯაილ გილდიის შეხვედრების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, მათი ინტერესების შესაბამისი დისკუსია გამართონ - ასეთ ფორმატში თიბისელების ჩართულობა საკმაოდ მაღალია და მათი რაოდენობა სულ უფრო მატულობს. შეხვედრის ბოლოს, აუდიტორია სესიასთან დაკავშირებით საკუთარ უკუკავშირს აზიარებს, იმისთვის, რომ მათი სურვილები და ინტერესები მომავალი შეხვედრის თემატიკის დაგეგმვისას იქნეს გათვალისწინებული.

თიბისიში, ეჯაილ გილდიის ბოლო შეხვედრაზე, დამსწრე საზოგადოებას ლეგიონის მუშაობის განახლებული მეთოდოლოგია - Chapter Framework - გაუზიარეს, რაც პროცესის გამჭვირვალობის ხელშეწყობასა და მის შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემას ისახავდა მიზნად. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...