0 2 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პატრულთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი, 19 წლის ბიჭი დაიღუპა

თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი 19 წლის რევი დემეტრაშვილი დაიღუპა.

 

სამართალდამცავები მას აედევნენ, ერთ-ერთმა ეკიპაჟმა კი დიდი სიჩქარით მოძრავ მოტოციკლს, სავარაუდოდ,  გზა გადაუკეთა, ბიჭი ეკიპაჟის მანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც დაიღუპა. 

 

მომხდარზე გამოძიება პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები