0 1 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

გვაქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი 3 პარტიიდან აპირებს პარლამენტში შესვლას - ნიკა გვარამია

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია წერს, რომ აქვს ინფორმაცია, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდან პარლამენტში შესვლას აპირებს. მისი განცხადებით, ცდილობენ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ და ოპოზიცია "ნაზი ყვავილი არაა, რომ მისთვის  კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს.

"ოპოზიცია ნაზი ყვავილი არ არის, რომ მისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა არ შეიძლებოდეს. მით უმეტეს, ამ ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით.

არავის არ ვაგინებთ, გვაქვს ინფორმაცია ერტდროულად და იდენტური ქართული ოცნებიდან და ოპოზიციიდან, რომ 7 ოპოზიციონერი სამი პარტიიდნ აპირებს პარლამენტში შევლას და ვცდილობთ ამ ინფორმაციის გადამოწმებას. არ ვაპირებთ ამ უმნიშვნელოვანესი ფაქტის დამალვას, გვეყო, რაც (შეცდომით) ვმალეთ შიდაოპოზიციური და ოცნებასთან მოლაპარაკებების დეტალები თითქმის ერთი თვე. ჩვენ სახალხო მედია ვართ და ვმუშაობთ ხალხისთვის და არა ვიღაცის ნამუსის შესანახად.

მოკლედ, შვიდივესთან ვამოწმებთ ინფორმაციას და შემდეგ გამოშვებაში ჩამოვთვლით შვიდივეს და მათ პასუხებს: "არ შევდივარ" ან "ამიტომ და ამიტომ შევდივარ", ან "კომენტარი არ გააკეთა", რაც ასევე პასუხია.

არაა საჭირო დამუნათება, ნამუსზე შეგდება და ისტერიკები. არ მუშაობს", - წერს ნიკა გვარამია. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები