0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ Guardian-ის 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა

ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ბრიტანული გამოცემის The Guardian 2020 წლის საუკეთესო ფილმების სიაში მოხვდა.

„ცეკვის სცენები ძალიან დამაკმაყოფილებელია - მათი ყურება საათობის განმავლობაში შეიძლება. ამ სურათის ფიზიკურობა ამაღელვებელია“, - წერს გამოცემა.

ქართველი გეი წყვილის სიყვარულზე გადაღებული, ლევან აკინის ფილმის პრემიერა 2019 წელს, კანის კინოფესტივალზე გაიმართა. ფილმმა ფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილი დაიკავა. ნამუშევარი ჩიკაგოს კინოფესტივალზე საუკეთესო უცხოენოვან ფილმად დასახელდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები