0 0 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ქართული (fake) ბრენდების მაღაზიების მფლობელების ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი ..ვის რად უნდა მაგათი მოპონჭილი LV და გუჩები“

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც წერს:

 

„ქართული (fake) ბრენდების მაღაზიების მფლობელების ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი ან პროდუქტის ჩანაცვლებაზე ან მიმწოდებლის …

 

ჯერ ისე რას გავს ცნობილი ბრენდების ლოგოებით მოჭედილი გინდა სამოსი გინდა აქსესუარები…

 

მერე მაგის პატენტი… და ზემოდან კიდე ჩინეთის ეკონომიკის ხელშეწყობა განსაკუთრებით აი ამ ვითარების დროს როცა მსოფლიო დააქცია!

 

ან ის პირბადე ვის რად უნდა მაგათი მოპონჭილი LV და გუჩები … დაცვით ეგ არ იცავს (ბოდიში გემოვნების დაწუნებისთვის – ვისაც გულზე მოხვდა)

 

და თუ ასეთი ძლიერი აწყობილი ბიზნესი გაქვთ რომ ამ თქვენს გაჭირვება თავზე დამტყდარ ქვეყანაშიც ასე კარგად ამუშავებთ თქვენს მაღაზიებს – უამრავი არაჩვეულებრივი ქართველი დიზაინერი გვყავს რომელსაც შეგიძლიათ შეკვეთაც მისცეთ – თქვენც იხეიროთ, ქართულ ნაწარმსაც გვერდში დაუდგეთ და იმ საქმეშიც პატარა წვლილი შეიტანოთ რომ ჩინეთი ისე აღარ ჩინეთობდეს როგორც აქამდე! ეს ბოლო საკითხი მთელმა მსოფლიომ კი უნდა დააყენოს დღის წესრიგში … ამის დროც მჯერა რომ მოვა!“ – წერს იმედაძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები