0 0 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქობულეთის მუნიციპალიტეტში უმკაცრესი საკარანტინო რეჟიმი დაწესდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი დაწესდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისივე თქმით, „საკმაოდ ფართე წრეა კონტაქტების და ამიტომ უწევთ, მიმართონ სპეციალურ ღონისძიებებს“.

„გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყალრუკაში აკრძალულია შესვლა და გამოსვლა. ადგილზე ამ რეჟიმის აღსრულებას უზრუნველყოფენ შსს-ს და თავდაცვის ძალები. ისევე როგორც სხვა საკარანტინო შეზღუდვების პირობებში, მოქალაქეებს სახლიდან გამოსვლა შეეძლებათ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როგორც ისინი საჭიროებენ პროდუქტის, ან მედიკამენტის შეძენას, ან სამედიცინო მომსახურების მიღებას“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა. 

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამსახურებმა უკვე დაიწყეს ყველა იმ შესაძლო კონტაქტის მოკვლევა, რომელიც ე.წ. ქობულეთის კლასტერს უკავშირდება. გარდა ამისა, ადგილზე დაწყებულია პროაქტიული თერმოსკრინინგი, რის შედეგადაც შემოწმდება აბსოლუტურად ყველა მოსახლე ამ ადმინისტრაციულ ერთეულებში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები