მარიტა როხვაძეს დაბადების დღეზე ხელი სთხოვეს...
მომღერალი მარიტა როხვაძე იუბილარია. მომღერალმა დაბადების დღე გრანდიოზულად, უამრავი სტუმრით აღნიშნა. წვეულებაზე მარიტას მისმა რჩეულმა ხელი სთხოვა. მომღერლის რჩეული ფიტნესს ქოუჩი დავით ტაბიძეა....
|
"არ მიყვარს სამოსში დიდი ფულის გადახდა”, – ამბობს ნინო სუხიშვილი და თავის მოვლასა და სტილზე საუბრობს:
-მაქვს რამდენიმე გამოსასვლელი ბრენდული კაბა, ყოველდღიურ ცხოვრებაში ბევრი ცნობილი ბრენდი ნამდვილად არ მაცვია. სასცენოდ მაქვს ბევრი ქართველი დიზაინერის სამოსი, თუკი მკითხავენ, ვისი კაბა მაცვია, მიყვარს, როცა ქართველს ვასახელებ. გარდერობში არის ასევე „დრის ვან ნოტენის“, „ლანვინის“ კაბები. არ მაქვს „შანელი“, რადგან ძალიან ძვირია… „შანელი“ ბებიაჩემს უყვარდა. ასევე „ჰერმესი“ და „დიორი“.დღემდე მაცვია ბებიაჩემის საკონცერტო კაბები, მხოლოდ სცენაზე, რა თქმა უნდა.
ის, რაც ბებიისგან არ მაქვს, თავის მოვლის სიყვარულია. დაახლოებით საათნახევარს ატარებდა სარკის წინ, მე კი სახლიდან გასვლის წინ 10 წუთი მჭირდება მხოლოდ.
ესეც ბებიაჩემისგან მაქვს – ნატურალიზმია ჩემთვის მთავარი. რამდენი ნაოჭიც გაქვს, იმდენი პრობლემა გაწერია სახეზე. მივიჩნევ, რომ ნაოჭები ბუნებრივია. როდესღაც ჩამოგეკიდება კანი და ყოველთვის 20 წლის ვერ იქნები. ყველა ასაკს თავისი ხიბლი აქვს. ხელოვნურად რაღაცის გამოსწორებას, დამატებას, გაკეთებას არ მივესალმები. ნაოჭებში პრობლემას ვერ ვხედავ. ბებიაჩემი ისეთი დაჭმუჭნილი სახით დადიოდა, მაგრამ ყველაზე ლამაზი იყო.
ასაკის მატებასთან ერთად შინაგანმა ხიბლმა უნდა წამოიწიოს წინ. ქალს უნდა ჰქონდეს შარმი და ხიბლი, რაც ტუჩის ზომითა და თვალის ჭრილით არ განისაზღვრება.
– ფორმას როგორ ინარჩუნებთ?
– პანდემიამდე მხოლოდ ერთი ჭიქა ყავის დალევას ვასწრებდი და გვიან ღამე ვვახშმობდი. პანდემიის დროს კი ჯანსაღ კვებას მივეჩვიე და გავხდი. თავი დიდად არ შემიზღუდავს, მხოლოდ შაქარსა და პურს ვერიდებოდი. აღმოჩნდა, რომ თურმე კარგი კულინარი ვარ. ჩემი ქმრისთვის როგორი აღმოჩენა იყო, იცით, რომ მე რაღაცის მომზადება შემიძლია? 15 წელია, ერთად ვართ და არასდროს უნახავს, რომ რამე მომემზადებინოს. გაკვირვებული იყო, გემრიელი კერძების მომზადება გცოდნიაო.
წლების მატების არ მეშინია. 55 წლის ვარ, ილიკოზე 8 წლის უფროსი ვარ. პირველად რომ მომმართეს, ქალბატონო ნინოო, მეხამუშა. არ მეშინია არც დაბერების, არც ასაკის. ერთადერთი, რისიც მეშინია, ავადმყოფობაა. მომემატოს ასაკი, მაგრამ მინდა, ჯანმრთელი ვიყო.
ნარგისი
მომღერალი მარიტა როხვაძე იუბილარია. მომღერალმა დაბადების დღე გრანდიოზულად, უამრავი სტუმრით აღნიშნა. წვეულებაზე მარიტას მისმა რჩეულმა ხელი სთხოვა. მომღერლის რჩეული ფიტნესს ქოუჩი დავით ტაბიძეა....
ენი გასიავამ გიორგი ყიფშიძესთან დაშორების მიზეზებზე და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოკადრებზე ისაუბრა, სადაც ის ერთ-ერთ ახალგაზ...
ლიზა ჩიჩუა და ირაკლი მაქაცარია მშობლები გახდნენ. წყვილს პირველი შვილი რამდენიმე საათის წინ შეეძინა. სამშობიაროსთან პირველ ვიდეოს ნოე სულაბერიძე აქვეყნებს. კადრებში ჩანს, რომ მაქაცარია სიხარულისგ...
ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთეუეი, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ოსკაროსანი არტისტია მთელ ჰოლივუდში ნუცა ბუზალაძის შესახებ სოციალურ ქსელში წერს. როგორც ჰეთეუეი აღნიშნავს, ნუცას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ...
მუსიკოსი ნიაზ დიასამიძე, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას პატიმრობას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ ის უკანონოდაა დაკავებული. დიასამიძის მოსაზრებით, „ამ უსამართლობის...
სოფო ბედია ჟურნალ „თბილისელებს ესაუბრება და ამბობს, რომ ბრენდებში ფულის დახარჯვა არ უყვარს: „არ მიყვარს ბრენდებში სასწაული თანხების დახარჯვა. მერე რომ მთელი თვე მშივრები...
სალომე გოგიაშვილი ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა, ახლა რომ ლატარიაში ასი მილიონი მოიგოს: „ჩემი ძალიან დიდი ოცნებაა, გავაკეთო ძალიან მაგარი ბავშვთა სა...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები