0 6 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

სპეციალური შეთავაზებები Bridgestone საბურავებზე - იაპონური ბრენდი და „თეგეტა“ თანამშრომლობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავენ

 

„თეგეტა“ „ბრიჯსტოუნთან“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავად, იაპონური ბრენდის ერთგულ მომხმარებელს განსაკუთრებულ აქციებს სთავაზობს. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების სრულ ასორტიმენტზე 25%-იანი ქეშბექი მოქმედებს, ხოლო ონლაინმაღაზიაში ამავე ბრენდის საბურავებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენთ.

გარდა ამისა, მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს Bridgestone-ის ზაფხულის საბურავების ორი მოდელის შეძენა სპეციალურ ფასად შეეძლებათ - Bridgestone Dueler HT D840, ზომით 265/65R17 – 480 ლარი, ხოლო Bridgestone Turanza T005, ზომით 195/65R15 – 159 ლარი. სპეცშეთავაზებები ივლისის ბოლომდე გაგრძელდება.

დავით ჩხაიძე, „თეგეტა პრაიმ პროდაქტსის“ დირექტორი:  „საბურავების მწარმოებელ იაპონურ ბრენდთან 25-წლიანი თანამშრომლობის აღნიშვნა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ღირსშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით გვინდა, რომ „ბრიჯსტოუნის“ მომხმარებლები წავახალისოთ და სხვადასხვა აქტივობა შევთავაზოთ. „ბრიჯსტოუნის“ პროდუქციის ძირითადი მახასიათებლებია: ნებისმიერ გარემოში უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება, გამძლეობა და მდგრადობა, საწვავის ეკონომია. „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ბრენდის საბურავების ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი: ზამთრის, ზაფხულის, სველ ან თოვლიან გზაზე გადაადგილებისთვის, ასევე - სპორტული აქტივობებისთვის განკუთვნილი. ამ ბრენდის პროდუქცია უსაფრთხო, საიმედო და კომფორტული მგზავრობის ყველა პირობას ქმნის. გარდა ამისა, ინოვაციური მიდგომებით შექმნილი საბურავები მომხმარებლებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ემსახურება“.

„თეგეტასა“ და „ბრიჯსტოუნის“ 25-წლიანი თანამშრომლობის აღსანიშნავი აქტივობების ფარგლებში განსაკუთრებული ფასები ბრენდის საბურავებზე მთელი საქართველოს მასშტაბით ივლისის ბოლომდე იმოქმედებს.  განსაკუთრებული თარიღის აღსანიშნად სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობაა დაგეგმილი.

მსოფლიოში საბურავების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტის, „ბრიჯსტოუნის“ ოფიციალური დილერი „თეგეტა“ 1998 წელს გახდა. 2022 წლის მონაცემებით, „თეგეტა მოტორსმა“ საქართველოში „ბრიჯსტოუნის“ 71 000 ცალი საბურავი გაყიდა, ხოლო მიმდინარე წელს, მხოლოდ 6 თვის განმავლობაში - 40 000 ცალი.

კომპანია „ბრიჯსტოუნი“ 1931 წელს იაპონიაში, ქალაქ კურუმეში დაარსდა. ის საბურავებს აწარმოებს როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისთვის. დღეს კომპანიას მსოფლიოში დაახლოებით 150 ათასი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მისი მთავარი მახასიათებლები წარმოების ხარისხი და ინოვაციურობაა.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში „ბრიჯსტოუნის“ საბურავების შეძენისას უსასრულო გარანტია მოქმედებს.  

 --

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:54

    ბორჯღალოსნები მე-17 ტიტულის მოლოდინში - წინ ფინალი...

    საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა, სადაც ესპანეთთან დაპირისპირება ელის. ამასთან, ბორჯღალოსნებმა ანთიმოზ ივერი...

  • 13:15

    თიბისის ტექსკოლის ახალ ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო...

    თიბისი, საგანმანათლებლო ინიციატივების ფარგლებში, აგრძელებს სხვადასხვა პროგრამის განვითარებას და უფროსკლასელებისთვის თიბისის ტექსკოლის ახალი ნაკადის მიღებას იწყებს. თიბისი ყოველთვის ითვალისწინებს ახა...

  • 13:04

    თიბისი ბიზნესის ინიციატივით, ბათუმში პანელური დის...

    თიბისი ბიზნესის პანელური დისკუსიების სერია - “ხუთშაბათის შეხვედრები” ბრუნდება. 2025 წლის პირველი ღონისძიება ბათუმში, 13 მარტს ჩატარდება და ის ორგანიზაციული ზრდის გამოწვევების თემატიკას და...

  • 12:57

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Kaizen Global Award-ის ჯილ...

    „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ კაიზენის 2024 წლის გლობალური ჯილდოს მფლობელია. კაიზენის ჯილდო ტოიოტას სადილეროებს ყოველწლიურად, სხვადასხვა კრიტერიუმით შეფასების შემდეგ, გადაეცემათ. იაპონური ბრენდი...

  • 19:26

    „ვოლვო ქარ კავკასია“ მესამე წელია Excellence Club-...

    „ვოლვო ქარ კავკასია” Excellence Club-ის ჯილდოს არ თმობს. Volvo Cars EMEA-ს ყოველწლიურ ბიზნესკონფერენციაზე კომპანიამ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. Excellence Club-ის ჯილდოსთვის შედ...

  • 14:41

    თიბისი კონცეპტის აეროპორტის სერვისები უკვე მობაილბ...

    თიბისი კონცეპტის სამოგზაურო უპირატესობები ახლა უკვე ერთ სივრცეში -მობაილბანკშია ხელმისაწვდომი. კონცეპტ მომხმარებლებს თიბისის მობაილბანკის შეთავაზებების გვერდზე აეროპორტის სერვისები დაგხვდებათ, სადაც ...

  • 13:09

    არანაირი საკომისიო - უმარტივესად გადაიხადეთ ამანათ...

    12 მარტიდან 12 აპრილამდე, ყველა მომხმარებელს ექნება საშუალება, თიბისის მობაილბანკიდან უმარტივესად გადაიხადოს ამანათის ტრანსპორტირების თანხა. ამანათის გამოწერისას, მისი ტრანსპორტირების თანხას გადამზი...