1 4 : 4 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

როდის მიიღებს Sinovac-ი ჯანმოს ავტორიზაციას – ივანე ჩხაიძის განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია Sinovac-ის ავტორიზაციის ოფიციალურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, პარასკევს გამოაქვეყნებს. იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა. მან ასევე განმარტა რა ვაქცინები შემოვა საქართველოში ზაფხულში.

„ზაფხულის პერიოდი არის ჩვენი მოლოდინი ვაქცინაციის მასობრივი კამპანიის დაწყების. 500 ათასი დოზა Sinopharm-ი, 43 ათასი დოზა AstraZeneca და მესამე კვარტალში მოლოდინი გვაქვს Pfizer-ის მილიონ დოზასთანდაკავშირებით. ეს უკვე ძალიან სერიოზული განაცხადია, იმისთვის რომ შეუზღუდავად მოხდეს ყველა იმ ადამიანის ვაქცინაცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილი აქვს. ვაქცინები გახდეს ხელმისაწვდომი, იყოს არჩევანის შესაძლებლობა, ამიტომ მომდევნო 3 თვე იქნება გადამწყვეტი იმ ბრძოლაში, რასაც საქართველო COVID-19-ის წინააღმდეგ აწარმოებს. პარასკევს იქნება ჯანმოს გადაწყვეტილება Sinovac-თან დაკავშირებით და ეს გადაწყვეტილება იქნება დადებითი“, – აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები