1 7 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მეწყერი სვანეთში – 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა

სვანეთში, მულახის თემში მეწყერი ჩამოწვა, რის გამოც 12 ოჯახი გარესამყაროს მოწყდა.

მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი ამბობს, რომ გეოლოგების ჩასვლას ადგილზე დღის ბოლომდე ელოდებიან, მოსახლეობის ევაკუაცია კი არ იგეგმება.

“ღელე ადიდდა და მეწყერი წამოიღო. მოსახლეობის ევაკუაცია ამ ეტაპისთვის არ იგეგმება, გეოლოგებს ველოდებით დღის ბოლომდე ჩამოვლენ, მოხდება შესწავლა. მძიმე ტექნიკა მუშაობს, პრევენციულ ღონისძიებებს ატარებს და როდესაც გეოლოგები ჩაერთვებიან და გვეტყვიან რა იქნება გასაკეთებელი, უკვე დაიწყება სამუშოები”, – განაცხადა ჟორჟოლიანმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები