2 0 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს

საქართველოს რკინიგზა ორ დღეში მუშაობას განაახლებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დღეების განმავლობაში საქართველოს რკინიგზა მარშრუტებისა და განრიგის შესახებ ინფორმაციას გამოაქვეყნებს.

„დღეიდან გაიხსნა საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. საქართველოს რკინიგზაც ორ დღეში პრაქტიკულად განაახლებს მუშაობას. გარკვეული ორდღიანი მომზადება დასჭირდა, განაახლებს უკვე თავის მარშრუტებს და გამოაცხადებს განრიგს. მთავარია, ეს დადებითი მუხტი და ტალღა შენარჩუნდეს, არ გაგვიუარესდეს ეპიდვითარება. ამიტომ ისევ და ისევ ბიზნესისგან მოვითხოვთ და ველით პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები