1 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდმენეჯმენტში ჩასართავად გადამზადდებიან

სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელები კოვიდმენეჯმენტში ჩასართავად გადამზადდებიან. ეს ინფორმაცია განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა ბრიფინგზე გააცნო მედიას.

მისი თქმით, ამით შეუქმნება სამედიცინო პერსონალის რეზერვი. ისინი საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვებიან კოვიდის სამედიცინო მენეჯმენტში და დაეხმარებიან ექიმებს. 

"მე დღეს ვხვდები სამედიცინო უნივერსიტეტების რექტორებს, სამედიცინო ფაკულტეტების ხელმძღვანელებს. ამ პროცესს დავიწყებთ მაქსიმუმ ერთ კვირაში და გვექნება სამედიცინო მიმართულების უფროსკურსელების ბაზა, რომელთაც გაიარეს სწრაფი ტრენინგი. საჭიროების შემთხვევაში იქნება სრული მზაობა, ისინი დაეხმარონ ექიმებს", - თქვა მიხეილ ჩხენკელმა. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები