მსოფლიო
ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში — გამყრელიძე
2020-10-23 12:42:44
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების პიკი ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში იქნება.
“შემთხვევების ზრდა კიდევ გვექნება. დღის განმავლობაში გარკვეულ ფარგლებში ზრდა იქნება. გუშინდელთან შედარებით ნახეთ, რომ დაახლოებით 200-ით არის მომატებული. ეს ზრდა ჯერ გაგრძელდება. დაახლოებით, ჩვენი გათვლებით, პიკში შევალთ სადღაც ნოემბრის მეორე-მესამე კვირაში”,- განაცხადა ამირან გამყელიძემ.
კომენტარები