1 1 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ბადრი ჯაფარიძე - იმისათვის, რომ ქვეყანამ დაძლიოს სოციალური და ეკონომიკური პრობლემები, არჩევნებში მონაწილეობა უნდა მივიღოთ და არსებული მთავრობა ჩავანაცვლოთ ახალი ძალით

დღეს "ლელოს" გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ  და პარტიის სხვა ლიდერებმა ოზურგეთის  ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი სიორიძე  წარადგინეს.  

წარდგენის პარალელურად გაიმართა შეხვედრა ადგილობრივ მოსახლეობასთან. პარტიის ლიდერებმა და ადგილობრივებმა რეგიონის პრობლემებსა და მისი მოგვარების ეფექტურ გზებზე ისაუბრეს.

ოზურგეთში ადგილობრივებს სიტყვით “ლელოს” გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ მიმართა და მათ მნიშვნელოვან არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა. 

“ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და დაგვრჩა 8 დღე  ქვეყანაში სასიკეთო ცვლილებებისთვის. ჩვენ უნდა დავიწყოთ მომავლის სახელმწიფოს შენება. 30 წლის წინ როდესაც ჩატარდა არჩევნები ყველამ მივეცით ხმა დამოუკიდებლობას და ერთ წელში გამოვაცხადეთ კიდეც. ახლა კი ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიღარიბე, უიმედობა ნეპოტიზმი. ამისთვის კი აუცილებლად უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა. რაც შეეხება შემდეგ პერიოდს, ჩვენ “ლელოს ახალი მარშალის გეგმით” ვგეგმავთ ქვეყნის რეკონსტრუქციას, რომელიც 4 წელში შედეგს გამოიღებს. ეს ცვლილებები რომ მივიღოთ აუცილებელია არსებული ხელისუფლების ახალი ძალით ჩანაცვლება და ეს ძალა არის, “ლელო”,- აცხადებს ბადრი ჯაფარიძე. 

ადგილობრივებს სიტყვით მიმართა ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი სიორიძემ.  მისი თმით “ლელო”  არის პარტია, რომელიც ქვეყანაში ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს  მოაგვარებს. 

“ერთი წლის წინ მე ჩემს ცხოვრებაში გადავდგი რადიკალური ნაბიჯი და წავედი პოლიტიკაში, რადგან შემეშინდა რომ ჩვენი ქვეყანა თავისი პოლიტიკის გამო გადაიჩეხებოდა უფსკრულში. რაც “ქართული ოცნების” მავნებლური ქმედებებით პროცესს დააჩქარებდა. ის რასაც აქამდე ვაკეთებდი იყო არასაკმარისი და შემოვუერთდი გუნდს რომელთანაც მაერთიანებს იდეოლოგია. ის ჯანსაღი განცდა რომელიც “ლელოში” მოსვლის დღიდან განვიცადე დღემდე არ მტოვებს და ამიტომ ვარ ამ გუნდში. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო გურულების ხმა საქართველოს პარლამენტში. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ გურულების ინტერესები დავიცვა და  მათი პრობლემებისა და სხვა საკითხების გადაჭრის ალტერნატიული გზები მოვნახო,”-განაცხადა სიორიძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 16:40

    ცესკოს მტკიცებით, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცი...

    ცენტრალური საარჩევნო კომისია ამტკიცებს, რომ რუს პროპაგანდისტზე, ალექსანდრ მალკევიჩზე აკრედიტაცია საარჩევნო კანონმდებლობის დაცვით გასცეს: "დაინტერესებული პირები საკითხს ისე წარმოაჩენენ, თითქოს საარ...

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...