1 3 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ხელისუფლებას აშინებს "ლელოს" მზარდი რეიტინგი - გრიგოლ გეგელია

“საია-ს ახალი ანგარიში მოწმობს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში მუქარისა და ძალადობის ყველაზე მეტი შემთხვევა "ლელოს" წევრთა მიმართ დაფიქსირდა,” - ამის შესახებ “ლელოს” რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია აცხადებს. 

მისი თქმით, სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნების" მმართველობის წლებში ჩვენმა სახელმწიფომ ვერავითარი წინსვლა ვერ განიცადა. 

“ამ ხელისუფლებამ შეინარჩუნა ყველა ის მავნე პრაქტიკა, მათ შორის პოლიტიკური ოპონენტების დევნა, რასაც ქართული საზოგადოება  წლების განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა. “ქართული ოცნება" დაშინებულია ჩვენი სწრაფი ზრდით და ჩვენ ამას ყოველდღე ვხედავთ. თუმცა, ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან დღეს "ლელო" არის ერთადერთი პარტია მზარდი ორნიშნა რეიტინგით. ჩვენი პროგრამა, "მარშალის გეგმა"  საზოგადოების ფართო სპექტრმა  აღიარა, როგორც ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური  განვითარების უალტერნატივო გეგმა,” - აცხადებს გეგელია. 

მისივე განმარტებით, “ლელო" ქართული პოლიტიკის ნამდვილი სიახლეა. პარტია  საუბრობს ქვეყნის მომავალზე და განვითარებაზე, ორპარტიულობის შენარჩუნებაზე ორიენტირებული "ქართული ოცნება" კი ისევ წარსულს არის ჩაფრენილი. 

“ამიტომ, ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ "ლელოს" არსებობა უქმნის დისკომფორტს, რადგან დღეს მხოლოდ "ლელოს" შეუძლია ორპარტიულობის დასრულება და ქართული პოლიტიკის განახლება,”- აღნიშნა გეგელიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები