მსოფლიო
ტიკარაძე შეზღუდვებზე: დედაქალაქის მიმართულებით გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ
2020-10-12 11:38:19
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ ეტაპზე თბილისში შეზღუდვების დაწესების საფუძველი არ არსებობს.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა, დედაქალაქს ჯერ აკვირდებიან.
"დედაქალაქში გვაქვს ჩვენ საგრძნობლად მომატებული რიცხვი, რაც საყურადღებოა და ასევე, დედაქალაქის მიმართულებით ჩვენ გარკვეულ დაკვირვებებს ვაწარმოებთ იმისთვის, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თუ რა ზომებს მივიღებთ ინფექციის გავრცელების პრევენციისთვის", - განაცხადა მინისტრმა.
საქართველოში დღეს, 12 ოქტომბერს კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, საიდანაც 178 თბილისში დადასტურდა
კომენტარები