მსოფლიო
„ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული" - ცნობილი გახდა ვინ არის 13 წლის ბიჭი, რომელიც მტკვარში დაიხრჩო
2020-10-12 10:44:00
რუსთავში, ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიასთან ახლოს, მტკვრიდან 13 წლის ბიჭის ცხედარი ამოიტანეს. გარდაცვლილი არასრულწლოვანი მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკოლოზ ჭინჭარაშვილია.
როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ბიჭი ორ მეგობართან ერთად ე.წ. წყალსაქაჩის ტერიტორიაზე ერთობოდა, რა დროსაც ჯებირზე ფეხი დაუცურდა, თავი ბეტონის ფილას დაარტყა და მტკვარში ჩავარდა.
მაშველებისა და მყვინთავების ერთსაათიანი საძიებო სამუშაოების შემდეგ არასრულწლოვანი მტკვარში გარდაცვლილი ნახეს.
„15 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა და ბეტონზე ჰქონდა თავი დარტყმული, წყალში ჩავარდნისას უკვე გონება ჰქონდა დაკარგული და ჩავარდნიდან 5 წუთში გარდაიცვალა."- წერს ერთ-ერთი მეგობარი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების, კრიმინალური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.
კომენტარები